aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 ევროკომისიამ 11 ავიაკომპანია კარტელურ გარიგებაში ამხილეს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ევროკომისიამ მსოფლიოს 11 მსხვილი ავიაკომპანია ტვირთების გადაზიდვის სფეროში გარიგებაში ამხილა და მათ თითქმის 800 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა.  



ანონდამრღვევებს შორის არიან France-KLM, British Airways, Air Canada, Japan Airlines, SAS, Singapore Airlines და სხვა კომპანიები.


ყველაზე მსხვილი, 310 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა Air France-KLM–ს მოუწევს. British Airways–ი კი 104 მილიონს გადაიხდის.


როგორც ევროკომისიამ დაადგინა, 1999–დან 2006 წლამდე პერიოდში კარტელის მონაწილეები საწვავისა და უსაფრთხოების მოსაკრებელზე შეთანხმდნენ და ფასდაკლებებზე უარი განაცხადეს. გარიგება 2006 წლის თებერვალში შეწყდა, როდესაც ევროკომისიამ Lufthansa–სგან მიღებული სიგნალის საფუძველზე დაწყებული გამოძიება დაასრულა.
გერმანულმა ავიაკომპანიამ კარტელური გარიგების გამო ჯარიმა თავიდან აიცილა.


აშშ–ის იუსტიციის სამინისტრომ მანამდე კარტელურ გარიგებაში 18 ავიაკომპანია და რამდენიმე თანამდებობის პირი დაადანაშაულა, მათზე დაკისრებულმა საერთო ჯარიმამ კი 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
წყარო - commersant.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_171.html
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 09:35 | ახალი ამბები »
 

"ევროკომისიამ 11 ავიაკომპანია კარტელურ გარიგებაში ამხილეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 19 მაისი 2024
  • English Georgian