aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 ომბუცმენი ლილოს ბაზრობის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
სახალხო დამცველმა შეისწავლა 2010 წლის 21 ოქტომბერს, შპს „ელსავაკოს“ (ე.წ. ლილოს ბაზრობის) ტერიტორიაზე მიმდინარე მოვაჭრეთა აქციაზე მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც პოლიციის თანამშრომლ თანამშრომლებმა დააკავეს პოლიტიკური გაერთიანების „ეროვნული ფორუმის“ წევრი კახა ჩაკვეტაძე.




საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ინციდენტის დროს ლილოს ბაზრობას იცავდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და შპს “ელსავაკოს” (ლილოს ბაზრობის) კერძო დაცვის თანამშრომლები. ამასთან, არსებული ვიდეოჩანაწერებიდან დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე ინციდენტში მონაწილე პირებს ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი, რაც არღვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.  


აღნიშნულთან დაკავშირებით, 2010 წლის 2 ნოემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება.


2010 წლის 3 ნოემბერს, სახალხო დამცველმა წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება „ელსავაკოს“ (ლილოს ბაზრობის) ტერიტორიაზე მიმდინარე მოვაჭრეთა აქციაზე მომხდარი ინციდენტის დროს ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.


რაც შეეხება პოლიტიკური გაერთიანების „ეროვნული ფორუმის“ წევრის კახა ჩაკვეტაძის დაკავებას, სახალხო დამცველმა შეისწავლა „ეროვნული ფორუმის“ მიერ წარმოდგენილი მასალები.


საქმის მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ 2010 წლის 21 ოქტომბერს, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს კახა ჩაკვეტაძე. მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.


2010 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ჩაკვეტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 60 დღის ვადით პატიმრობა შეუფარდა.


ბრალდებულ კახა ჩაკვეტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაში მითითებულია, რომ „აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ... ბრალდებულის ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რისთვისაც სასჯელის სახით ალტერნატიულ სასჯელებთან ერთად გათვალისწინებულია ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. ხსენებულიდან გამომდინარე, დასაბუთებულია ვარაუდი, რომ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, ბრალდებული მოსალოდნელი რეალური სასჯელის შიშით შესაძლოა მიიმალოს, არ გამოცხადდეს გამომძიებელთან, სასამართლო პროცესზე, ხელი შეუშალოს საქმეზე მტკიცებულებათა შეგროვებას, ჩაიდინოს ახალი დანაშაული. ამასთან არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებულმა ზეგავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომლებიც ამხელენ მას დანაშაულის ჩადენაში“, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს პატიმრობა.


საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „პირი უნდა იყოს თავისუფალი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადასტურდა მისი დაპატიმრების აუცილებლობა“, ხოლო ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას.“


კოდექსის 38-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად კი, „ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულების განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე.“


ამავე კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა; ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.”


ადამიანის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, ეროვნულ კანონმდებლობის გარდა, გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით. ამ უფლებიდან დაიშვება გამონაკლისი მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დანაშაულის ჩადენის ეჭვის არსებობისას შესაძლებელია პირის დაკავება და შემდგომი დაპატიმრება, მაგრამ აღნიშნული საჭიროებს დასაბუთებას, რომელიც ღონისძიების აუცილებლობას დაადასტურებდა.


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მიდგომის მიხედვით ზოგადად აღკვეთის ღონისძიება დასაბუთებულია, როდესაც არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების ან მოწმეთა მოსყიდვის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ან ზოგადად საზოგადოებრივი ინტერესები მოითხოვს პირის დაპატიმრებას.


დამატებით აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით ეროვნულმა სასამართლოებმა შესაძლო შესაფარდებელი სასჯელი წინასწარ უნდა შეაფასონ წარდგენილი ბრალდების ადეკვატურად, მოწმეებზე ან სამართალწარმოების სხვა მონაწილეებზე რეალური (და არა უბრალოდ თეორიული) ხელყოფის ან/და ზეგავლენის შესაძლებლობა და მის მიხედვით განსაზღვრონ აღკვეთი ღონისძიების საკითხი.


გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ დანაშაულის სიმძიმე და ზოგადად გამოძიების ინტერესები არ შეიძლება იყოს პირის პატიმრობის ერთადერთი საფუძველი.


23 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების დასაბუთებისას, მოსამართლე მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ზოგადად აღკვეთის ღონისძიების და პატიმრობის გამოყენების საფუძვლების ჩამონათვალით შემოიფარგლა, თუმცა არ დაასაბუთა, თუ კონკრეტულად რომელი გარემოებები განსაზღვრავენ „დასაბუთებულ ვარაუდს“, რომ ბრალდებული არ გამოცხადდება გამომძიებელთან, სასამართლო პროცესზე, ხელს შეუშლის საქმეზე მტკიცებულებათა შეგროვებას, ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ზეგავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ამხელენ მას დანაშაულის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში მოსამართლეს არ უმსჯელია კონკრეტულად რა გარემოებების გამო უნდა ყოფილიყო შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. გასათვალისწინებელია, რომ შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის არსებობა არ შეიძლება უპირობოდ გახდეს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის საფუძველი.


ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2009 წლის მეორე ნახევრის საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ სხვა ფაქტებთან ერთად, მორიგი შემთხვევის ანალიზიც ცხადყოფს, რომ საქართველოში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არასაკმარისად დასაბუთებულობის საკითხი კვლავაც აქტუალურ პრობლემად რჩება და ხშირ შემთხვევებში წარმოადგენს სასამართლოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით და ეროვნული კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების დარღვევის მიზეზს.


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ეროვნულ სასამართლოებს, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიიყოს საკმარისად დასაბუთებული, რათა დაცული იყოს ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლება - თავისუფლების უფლება.
წყარო - ombudsman.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_161.html
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 09:17 | ახალი ამბები »
 

"ომბუცმენი ლილოს ბაზრობის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 მაისი 2024
  • English Georgian