aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 საქართველოს პრეზიდენტი შსს-ის თანამშრომლებს შეხვდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა. რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგენტურული ქსელისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშულებრივი ქმედებების გამოვლენის წარმატებით განხორციელებული ოპერაციისთვის და 13 მათგანი ვახტანგ გორგასლის I, II da III ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა .


პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზოგადოებაში პოლიციისადმი ნდობის მაღალ პროცენტზე ყურადღება გაამახვილა.





 უპირველესად, მინდა ვისაუბრო საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის შესახებ, რადგან ვნახეთ, რომ ამ მაჩვენებლებში პოლიციისადმი ნდობა რეკორდულად მაღალია - 84 პროცენტი.


თქვენ ნახეთ, რომ ამ კვლევაში, 2004 წლიდან საქართველოს მთავრობის კურსს ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს.


ხალხის გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა გამოკითხვის მიხედვით, ჩვენი ხალხი დღეს არის უფრო ერთიანი პოლიტიკის ძირითად საკითხებში, ვიდრე როდესმე.


მთავრობის რეიტინგი ხან იმატებს და ხან იკლებს - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ხალხს პოლიტიკოსები შეიძლება მოსწონდეს ან, ზოგ შემთხვევაში, არც მოწონდეს, მაგრამ ის, რომ პოლიციისადმი, როგორც ინსტიტუტისადმი, ნდობა ძალიან მაღალია, მთავრობის, ცალკეული მინისტრების, პრეზიდენტის ან მთლიანობაში, პოლიტიკური კურსის მიმართ მხარდაჭერის ხარისხის მიუხედავად, ძალზე სასიხარულოა. ეს თქვენი დამსახურება და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.


საზოგადოებისა და თქვენი კონსოლიდაციის გარეშე ვერც უსაფრთხოების იმ რეჟიმს შევინარჩუნებდით, რომელიც დღეს გვაქვს და თან მაღალ დონეზე, ვერც დანაშაული გაიხსნებოდა ისე, როგორც ის დღეს იხსნება და პირიქით, ქვეყანაში უამრავი პრობლემაც შეგვექმნებოდა.


მაგალითად, ტურიზმის 2010 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, შემოსულ ტურისტთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით, 41 პროცენტით არის გაზრდილი.


მომავალ წელს, წლევანდელთან შედარებით, 60-70 პროცენტიან ზრდას ველოდებით. ხოლო უახლოეს წლებში, მაქსიმუმ, სამ წელიწადში, ტურისტების რაოდენობა 5 მილიონამდე გაიზრდება.


ჩვენ ძალზე გავამარტივეთ მანქანების გაფორმება და ამის შედეგად, მეზობელ ქვეყნებში მანქანების ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. ბევრი ადამიანი ამ საქმით დაკავდა და შემოსავალი გაუჩნდა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ხალხი მანქანების წარმოებაში დაგვესაქმებინა, მაგრამ მეორადი მანქანების რეექსპორტიც ბევრი ადამიანისთვის არის შემოსავლის წყარო. პროცედურა გაამარტივების წყალობით, ამ საქმის წარმოებაც გამარტივდა და შედეგად ხალხი დასაქმდა.


მინდა შევეხო იმ ოპერაციას, რომელიც საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის ჯაშუშური ქსელის გამოვლენასა და დაკავებასთან დაკავშირებით განახორციელეთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ოპერაცია იყო, რადგან ჩვენი ქვეყანა მუდმივად იმყოფება წნეხის ქვეშ და დესტაბილიზაციის მცდელობის პირობებში


ჩვენი მუშაობა კვლავაც გაგრძელდება.


ჩვენ გვებრძვის ნამდვილი მონსტრი, მაგრამ მისი დამარცხება შესაძლებელია, რადგან ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობთ და ჩვენი გამჭრიახობა, უპირველესად, ჩვენს შრომისმოყვარეობაშია. სწორედ ამით შევძლებთ ამ მონსტრის მაქსიმალურად განეიტრალებას.


მინდა ყველას შევახსენოთ თუ რა ურთიერთობაა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის.


რუსეთი არის საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის, მათ შორის ჩვენი შავი ზღვისპირეთის ორი მესამედის დამპყრობელი და ოკუპანტი.


ამაზე მეტი რაღა უნდა გამძაფრდეს?


ის დამპყრობელი და მიმტაცებელია და ცდილობს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დააკანონოს ამ ტერიტორიების მიტაცება, თუმცაკი არ გამოსდის. მისი წყალობით დარჩა ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქე უსახლკაროდ. რომელ გამძაფრებასა და გასხვავებულ შეფასებაზეა ლაპარაკი?


ამიტომ, ყველა სახელმწიფო მოხელისა და მთლიანად ჩვენი ხალხის მუდმივი საზრუნავი სწორედ ეს არის.


ჩვენ ვიცავთ თავს და ჩვენი კონტრდაზვერვის მუშაკები თავდაცვის პირველ ხაზზე არიან.


დღეს ჩვენ გვექნება ზოგიერთი ოპერატიული მუშაკის დაჯილდოების დახურული ცერემონია, რადგან იმის გათვალისწინებით, თუ რა ხალხთან გვაქვს საქმე, კონტრდაზვერვის მუშაკთა ჩვენება, თუნდაც, დემოკრატიის პირობებში, არ არის სასურველი.


მინდა, ერთი რამ იცოდეთ - ხალხი აფასებს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ არავისთან არ გვსურს კონფრონტაცია, ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს. თუ რუსეთი გამოიჩენს კეთილ ნებას და საქართველოსთან დაიწყებს მოლაპარაკებას, საქართველო ამისთვის ყოველთვის მზად იქნება.
 

როგორც სახელმწიფო სახელმწიფოსთან, ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ ეს დიალოგი. თუ მათ ქართველ ხალხთან ლაპარაკი პროვოკაციების, დაპყრობის, შანტაჟისა და მოსყიდვის ენით, მათ შორის, აგენტურული ქსელის მეშვეობით სურთ, ეს მათი არჩევანია. თუმცა, ვფიქრობ, ეს არ წაადგება არც ჩვენს სამომავლო ურთიერთობას, რომელიც იმედია, როდესმე აღდგება და დარწმუნებული ვარ, არც მათ ინტერესებსა და რეგიონალურ უსაფრთხოებას.


ჩვენ მზად ვართ, ერთი მხრივ, ვილაპარაკოთ, მეორე მხრივ, ყოველთვის ფხიზლად ვიყოთ იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის ფენომენთან გვაქვს საქმე.


დიდი მადლობა და გადავიდეთ ცერემონიის შემდეგ ეტაპზე.
წყარო - president.gov.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_160.html
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 09:15 | ახალი ამბები »
 

"საქართველოს პრეზიდენტი შსს-ის თანამშრომლებს შეხვდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 მაისი 2024
  • English Georgian