aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 გადასახადების გაზრდის აუცილებლობის რეფერენდუმი შეიძლება შეიცვალოს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
     გადასახადების განაკვეთების ზრდის ან გადასახადების ახალი სახეობების რეფერენდუმის გზით შემოღების შესახებ დებულება შესაძლოა შეიცვალოს;  კონსტიტუციაში ცვლილებებს პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით აღნიშნული მუხლის გარეშე უყარა კენჭი – პირველი მოსმენით მიღებიდან თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ.




     ამ მუხლის მიღება, რომელიც მთავარი ცვლილებაა ამ საკონსტიტუციო პროექტში, მას შემდეგ გადაიდო, რაც დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან ლევან ვეფხვაძემ დააყენა საკითხი, რომ გადასახადების გაზრდა დაუკავშირდეს მთავრობის უნდობლობის საკითხს, რეფერენდუმის დანიშვნის ნაცვლად. ვეფხვაძის წინადადებით, თუ მთავრობას პარლამენტი არ დაუმტკიცებს გადასახადების ზრდის ან ახლის შემოღების თაობაზე წინადადებას, მაშინ მისი უნდობლობის საკითხი უნდა დადგეს პარლამენტის მხრიდან.


     მართალია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა ამგვარი ფორმულირება არ გაიზიარა, მაგრამ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზადაა განიხილოს ალტერნატიული წინადადებები.


     ამდენად, პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედების დებულება და კიდევ ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ვალდებულებას მიღებულ იქნას ორგანული კანონი, რომელიც ხანგრძლივვადიანი ეკონომიკურის ზრდის უზრუნველსაყოფად მაკროეკონომიკური ზღვრებს დაადგენს.


    ეს ცვლილება ნაწილია იმ წინადადებათა პაკეტის, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2009 წლის ოქტომბერში წარმოადგინა და რომელიც ”ეკონომიკური თავისუფლების აქტის” სახელით არის ცნობილი. ამ აქტის მიღება მიმდინარე საშემოდგომო სესიის ფარგლებში იგეგმება.
წყარო - apsny.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_159.html
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:13 | ახალი ამბები »
 

"გადასახადების გაზრდის აუცილებლობის რეფერენდუმი შეიძლება შეიცვალოს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 მაისი 2024
  • English Georgian