aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

 კრიმინოლოგიის პერსპექტივების განვითარების თემაზე სიმპოზიუმი ჩატარდება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
      დღეს, 10 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართება ღია სამეცნიერო სიმპოზიუმი "კრიმინოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში". ღონისძიების ორგანიზატორები არიან სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილება; სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო საზოგადოება; ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის დეპარტამენტი.



     სიმპოზიუმზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: კრიმინოლოგია, როგორც მეცნიერების დარგი და მისი მიზანი; კრიმინოლოგის როლი სახელმწიფოსა და საზოგადოებაში; საქართველოში კრიმინოლოგიის განვითარების კონცეპტუალური საკითხები. 


     სიმპოზიუმის მიზანია კრიმინოლოგიის სპეციალიზაციის შემოღება საგანმანათლებლო სისტემაში
(სტუ-ის წერილი საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტუ-ის ბაზაზე კრიმინოლოგიის სპეციალიზაციის შემოღებისა და პილოტური პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით).


     სიმპოზიუმში მონაწილეობენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტები და პროფესორ-მასწავლებლები.


     ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების, მოსახლეობის სამართლებრივი შეგნების ამაღლების, საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ზნეობრივი ნორმების განმტკიცებისა და ჰუმანურ-სოციალურ ურთიერთობათა დაფუძნებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეცნიერების ისეთი დარგის განვითარებას, როგორიც არის კრიმინოლოგია.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_146.html
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 08:55 | ახალი ამბები »
 

"კრიმინოლოგიის პერსპექტივების განვითარების თემაზე სიმპოზიუმი ჩატარდება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 1
ხმები: 5


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 02 მაისი 2024
  • English Georgian