aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

 გალერეა ''ჰობიში'' ზურაბ გიკაშვილის პერსონალური გამოფენა გახსნილია. საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ხელოვანის პერსონალური გამოფენა საქართველოში პირველად მოეწყო.  

დამთვალიერებელს ავტორის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების ნახვა შეუძლია.
 
ზურაბ გიკაშვილის შემოქმედება მრავალფეროვანია. გამოფენაზე გამოტანილია ნაუშევართა რამდენიმე სერია. დიდი ზომის ნამუშევრების შესრულებისას მხატვარი აკრილს, ტემპერასა და ზეთს იყენებს. თითოეული ნამუშევრიდან განწყობა მოდის. ასეთია "პეიზაჟი", "გზა" და სხვები.

ზურაბ გიკაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემია 1992 წელს დაამთავრა. მურთაზ შველიძესთან, დათო ალექსიძესთან, მიშა გოგრიჭიანთან, კოტე სულაბერიძესთან და სხვა მხატვრებთან ერთად, სისტემატიურად მონაწილეობდა "ქარვასლაში“, ცისფერ გალერეასა და ხალხთა მეგობრობის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ორგანიზებულ ჯგუფურ გამოფენებში. შემდეგ გაემგზავრა იტალიაში, სადაც არტკრიტიკოსისა და ისტორიკოს ბონიტო ოლივას სტუდიაში მუშაობდა. შემდეგ რუსეთში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე წელი იცხოვრა და იქ ორგანიზებულ გამოფენებში მიიღო მონაწილეობა. იმოგზაურა შვეიცარიაში, ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ჩართული იყო ისეთ პროექტებსა და არტ-ბაზრობებში, როგორიცაა: არტ-ექსპო ნიუ იორკი, არტ-მანეჟი მოსკოვში, არტ-კიოლნი, არტ-ფიაკი და ა.შ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მიიღო პრაღის ბიენალეში, სადაც საქართველო რამდენიმე სხვა მხატვართან ერთად წარადგინა.


"სხვაგან დარჩენა აღარ მინდოდა და სამშობლოში დავბრუნდი. პერსონალური გამოფენის გაკეთება დიდი ხანია მინდა, მაგრამ საკუთარი ნამუშევრების რეტროსპექტულად წარმოდგენა მხოლოდ ახლა შევძელი. აქ გამოფენილია ის, რაც შემომრჩა და განსაკუთრებით მიყვარს. ექსპონირებულია როგორც ძველი, თითქმის ერთ-ერთი პირველი, ისე ახალი ნამუშევრები. მოვა დრო და ამაზე დიდ გამოფენასაც გავაკეთებ, სადაც ბოლომდე ვიტყვი იმას, რისი თქმაც მინდა. ეს კი უფრო კოლაჟური გამომივიდა... მინდოდა, ჩემი შემოქმედების ექსპერიმენტული ხასიათი მეჩვენებინა“,- ამბობს მხატვარი.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_141.html
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 08:50 | ახალი ამბები »
 

"გალერეა ''ჰობიში'' ზურაბ გიკაშვილის პერსონალური გამოფენა გახსნილია." | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 02 მაისი 2024
  • English Georgian