aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 ახალგორის რაიონის მოსახლეობას ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღებას აიძულებენ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
     უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ვალდებულნი იქნებიან სახელმწიფო გადასახადი გადაიხადონ.



     სეპარატისტული რეჟიმის მიერ დანიშნული ახალგორის რაიონის ე.წ. გამგებელი ალან ჯუსოევი აცხადებს, რომ საუბარი მიდის აღნიშნული რაიონის მაცხოვრებლებზე, რომლებიც ამჟამად საზღვარს მოსაბრუნის დასახლებულ პუნქტში კვეთენ და ყველა მათგანი, რომელსაც არ ექნება სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი, ვალდებული იქნება გადასახადი გადაიხადოს. 


     „საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ამჟამად ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. პასპორტიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, კანონის შესაბამისად სახელმწიფო გადასახადი გადაიხადონ“, - აცხადებს ჯუსოევი. 


     ამასთან ერთად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალგორის რაიონის მოსახლეობა ამ დასახლებულ პუნქტში დღემდე საქართველოს პასპორტებით შედის. 


     „მათ ასევე შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა ფორმა # 9-ის ფურცლით, თუმცა ამ ცნობით ისინი არ სარგებლობენ. ამ დოკუმენტით მათ საქართველოში არ შეუშვებენ, ვინაიდან მას არ აღიარებენ“, - აცხადებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული „ეფ-ეს-ბეს“ ე.წ. საზღვრის დაცვის სამმართველოს პრესსამსახურში.


ამასთან ერთად, ე.წ. საპასპორტო მაგიდის ხელმძღვანელი სოსლან ჯიგკაევი აცხადებს, რომ ამჟამად ახალგორის რაიონში (მას სეპარატისტები ლენინგორს რაიონს უწოდებენ) სრული სვლით მიდის პირადობის დამადასტურებელი დროებითი დოკუმენტის ფორმა # 9-ის გაცემა. 


     „პასპორტიზაციის პროცესი დაიწყო და იგი ნებაყოფლობითია და არა ძალადობრივი. ჩვენთან აქ ფორმა #-9-ის მისაღებად რიგები დგას. ამას გარდა შემოღებულია ფორმა # 1, რომელიც აუცილებელია ახალგორის რაიონის მაცხოვრებლების კარტოთეკის შესაქმნელად. შეგროვილი პერსონალური მონაცემების საფუძველზე ჩვენ შემდგომში უკვე დავიწყებთ შიდასამოქალაქო პასპორტების გაცემას“, - აცხადებს ჯიგკაევი. 


     მისივე თქმით, ფორმა #1 მონაცემთა ბაზაში რჩება, ფორმა # 9 კი მოქალაქეს ეძლევა. ოფიციალური სახელმწიფო გადასახადი ამ დოკუმენტის მისაღებად 35 რუსულ რუბლს შეადგენს. 


     მისივე ინფორმაციით, პასპორტიზაციის პროცესი გაგრძელდება მანამ ვიდრე არ იქნება შეგროვებული ყველა აუცილებელი დოკუმენტი პასპორტების გასაცემად.
წყარო - internet.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_125.html
განათავსა - Legatuss | 09 ნოემ. 2010, 19:53 | ახალი ამბები »
 

"ახალგორის რაიონის მოსახლეობას ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღებას აიძულებენ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 03 მაისი 2024
  • English Georgian