aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ნიორი გულის დაზიანებების საწინააღმდეგო უნივერსალური საშუალება აღმოჩნდა World News  World News 
ნიორი გულის დაზიანებების საწინააღმდეგო უნივერსალური საშუალებაა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებიც ნიორის შემადგენლობას იკვლევდნენ. აღმოჩნდა, რომ მასში შესულია ინგრედიენტი - დიალილ ტრისულფიდი, რომელიც გულის ქსოვილების ნგრევას აღმოფხვრის. გულის ქსოვილების ნგრევას შეუძლია გულის შეტევის გამოწვევა, წერს The Daily Mail.
Posted by Drakula | 18 Nov 2011, 19:43 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 Facebook-ის მომხმარებლები მეგობრებისთვის ფულის გაგზავნას შეძლებენ World News  World News 
სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლებმა,დამატება Send Money-ის საშუალებით, რომელიც საგადამხდელო სისტემა PayPal-ს ეკუთვნის,თავიანთი მეგობრებისთვის ფულის გაგზავნის შესაძლებლობა მიიღეს. ამის შესახებ იტყობინება Mashable. „სერვისები PayPal დაFacebook გაერთიანდნენ. ეს ფულადი გზავნილების პერსონალიზების კიდევ ერთი ხერხია“, - თქვა PayPal-ის წარმომადგენელმა ანუი ნაიურმა.
Posted by Drakula | 18 Nov 2011, 19:43 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 2012 წელს გეიმერებისთვის მომავალი დადგება World News  World News 
Sony-ისადაMicrosoft-ის ახალი თაობის სათამაშო კონსოლები უკვე შემუშავებაშია და იმაზე უფრო ადრე შეიძლება გამოჩნდეს, ვიდრე ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ. როგორც ბლოგი Edge სანდო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, პროექტებზე უკვე აქტიური მუშაობა წარმოებს. კერძოდ, კომპანია Ubisoft Montreal-ის ოფისში უკვე რაღაც დროა, შემუშავებაშია პროგრამული უზრუნველყოფა Xbox 360-ის მიმდევრისთვის, რომელსაც ხალხში Xbox 720 უწოდეს. კონსოლის წინასწარი ვერსიები კომპანიის ოფისებში შობისთვის უნდა შემოვიდეს. აქედან გამომდინარეობს, რომ 2012 წლის ბოლოსთვის კონსოლი შეიძლება გაყიდვაში შემოვიდეს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ეს ინფორაცია ჭორების დონეზე რჩევა, რომელთა უტყუარობის პროცენტს Edge-ის რეპუტაცია ზრდის. Ubisoft-ში ასეთ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარებზე ოფიციალურ უარს ამბობენ.
Posted by Drakula | 18 Nov 2011, 19:43 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოს განათლების სამინისტრო მომავალ წელს რეფორმებს 42 მიმართულებით გეგმავს Georgian News  Georgian News 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალ წელს რეფორმებს 42 მიმართულებით გეგმავს. ამის შესახებ დღეს, 18 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა. შეხვედრა მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმის განხილვის ფარგლებში ტარდებოდა.
Posted by Drakula | 18 Nov 2011, 19:42 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 ეკა ტყეშელაშვილი: ევროპარლამენტმა გადაწყვიტა არ განიხილოს ბიძინა ივანიშვილის საკითხი Georgian News  Georgian News 
ის, რომ ბიძინა ივანიშვილის საკითხი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არ მოხვდა, მათი გადაწყვეტილებაა, მიაჩნია საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილს, იუწყება “GHN“.
Posted by Drakula | 18 Nov 2011, 19:42 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 გილაურმა 10 თვის ეკონომიკური განვითარების წინასწარი შედეგები შეაჯამა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს, 18 ნოემბერს, სამთავრობო სხდომაზე მიმდინარე წლის 10 თვის ეკონომიკური აქტიურობის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, აქტიურობა საკმაოდ პოზიტიური იყო.
Posted by Drakula | 18 Nov 2011, 19:41 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 გიგა ბოკერია: რუსეთი დღემდე ვერ ეგუება საქართველოს სუვერენიტეტს Georgian News  Georgian News 
საქართველო იყო და არის დაინტერესებული რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაში, მათ შორის ეკონომიკური საკითხების მიხედვითაც, განაცხადა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, იუწყება “GHN“.
Posted by Drakula | 18 Nov 2011, 19:40 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი დონალდ ტრამპი საქართველოში 17 დეკემბერს ჩამოვა Georgian News  Georgian News 
ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი საქართველოში 17 დეკემბერს ჩამოვა, თქვა ხუთშაბათს, 17 ნოემბერს, თბილისში ამერიკელი მილიარდერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაიკლ კოენმა. მისი თქმით, ამ დღეს ტრამპი მონაწილეობას მიიღებს ბათუმში „ტრამპ ტაუერის“ მაკეტის პრეზენტაციაში.
Posted by Drakula | 18 Nov 2011, 19:40 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 გურგენიძე: „ევროპის კრიზისი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის“ Business & Economics  Business & Economics 
უცხოური ბანკების დაინტერესებულობა საქართველოთი საქართველოს ეკონომიკური აღორძინებით არის გამოწვეული. ამის შესახებ აცხადებს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე. შეგახსენებთ, რომ უმსხვილესმა გერმანულმა „კომერცბანკმა“ საქართველოში თავისი წარმომადგენლობის გახსნის ნებართვა მიიღო. უახლოეს მომავალში საქართველოში ფილიალის გახსნას აზერბაიჯანული „პაშა ბანკიც“ გეგმავს. გურგენიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ევროპის კრიზისი და დღევანდელი ვითარება ხელს ვერ შეუშლიან, რაც ქართულ ბაზარს უცხოური ბანკებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
Posted by Drakula | 18 Nov 2011, 18:48 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ქადაგიძე: თუ ბანკ „ქართუს“ ხელმძღვანელობა ბანკში წესრიგს არ დაამყარებს, ამას „ეროვნულიბანკი"გაა Business & Economics  Business & Economics 
„ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, 90-იან წლებს ქვეყნის საბანკო სექტორში ასახვა არ ჰპოვია და ბანკი „ქართუ“ პოლიტიკას უნდა ჩამოშორდეს. ეს განცხადება ქადაგიძემ საქართველოს საბიუჯეტო-ფინანსური კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
Posted by Drakula | 18 Nov 2011, 18:47 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 08 June 2024
  • English Georgian