aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: გურგენიძე: „ევროპის კრიზისი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის“ Business & Economics  Business & Economics 
უცხოური ბანკების დაინტერესებულობა საქართველოთი საქართველოს ეკონომიკური აღორძინებით არის გამოწვეული. ამის შესახებ აცხადებს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე. შეგახსენებთ, რომ უმსხვილესმა გერმანულმა „კომერცბანკმა“ საქართველოში თავისი წარმომადგენლობის გახსნის ნებართვა მიიღო. უახლოეს მომავალში საქართველოში ფილიალის გახსნას აზერბაიჯანული „პაშა ბანკიც“ გეგმავს. გურგენიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ევროპის კრიზისი და დღევანდელი ვითარება ხელს ვერ შეუშლიან, რაც ქართულ ბაზარს უცხოური ბანკებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.



„ბოლო 8 წლის განმავლობაში საბანკო სექტორი საკმაოდ დინამიურია. ტენდენცია და შედეგები ქვეყნისთვის დადებითია. ეკონომიკა სწრაფად ვითარდება. ეს ყველაფერი უცხოური ბანკების დაინტერესებულობას იწვევს“, - აღნიშნა მან.


გურგენიძე არ ეთანხმება სომხური „ამერია ბანკის“ ტოპ-მენეჯერის განცხადებას, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს საბანკო სექტორში დაბალი კონკურენციაა. მისი თქმით, კონკრენციის ნაკლებობას არც ერთი ქართული ბანკი განიცდის. რაც შეეხება ინტერესს HSBC-ის აქტივების მიმართ, ამასთან დაკავშირებით გურგენიძე კომენტარებს არ აკეთებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, აპირებს თუ არა „ლიბერთი ბანკი“ რაიმე აქტივების შეძენას.


შეგახსენებთ, რომ ბრიტანულმა HSBC-მა მიმდინარე წლის სექტემბერში ქართული ბაზრიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3945.html
Posted by Drakula | 18 Nov 2011, 18:48 | News »
 

"ეკონომიკა: გურგენიძე: „ევროპის კრიზისი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის“" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 04 May 2024
  • English Georgian