| საჯარო სკოლებს ომში დაღუპული გმირების სახელებს დაარქმევენ | | Georgian News | |
| აჭარის ხელისუფლების თავმდომარემ ლევან ვარშალომიძემ და ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრმა გია აბულაძემ დღეს 2008 წლის ომის შედეგად დაღუპული ჯარისკაცის ედნარ დიასამიძის საფლავი ყვავილებით შეამკვეს და მისი სახელი ქობულეთის რაიონის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლას უწოდეს. | |||
| Posted by consul | 08 Aug 2011, 20:27 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
| Christian Science Monitor: რუსეთ-საქართველოს სამწლიანი ჩიხი | | Georgian News | |
"ომი, რომელიც სამი წლის წინ რუსეთს და მის პატარა პოსტსაბჭოთა მეზობელს საქართველოს შორის გაჩაღდა, მოულოდნელი, უკიდურესად სასტიკი და ხანმოკლე იყო და ზაფხულის მოულოდნელ შტორმს უფრო გავდა, რომელიც წელიწადის ამ დროს კავკასიის მთებიდან ეშვება ხოლმე", - რუსეთ-საქართველოს ომის სამი წლისთავს უცხოური პრესა ეხმაურება,
| |||
| Posted by consul | 08 Aug 2011, 20:21 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| დასუფთავების გადასახადს ახალი სისტემა ამოქმედდა | | Georgian News | |
თბილისელები დასუფთავების გადასახადს ახალი სისტემით გადაიხდიან.
ცვლილების მიხედვით, ყოველ დახარჯულ 1 კილოვატ ელექტროენერგიაზე დასუფთავების გადასახადი 5 თეთრით განისაზღვრება.
| |||
| Posted by consul | 08 Aug 2011, 20:18 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
| ნათელაშვილი: მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას 9 პარტია უერთდება | | Georgian News | |
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნას 9 ოპოზიციური პარტია უერთდება. როგორც დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, დოკუმენტს ხელი მოაწერა პირადად მან, ასევე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, „თავისუფალი საქართველოს“ ხელმძღვანელმა კახა კუკავამ, „თეთრების“ მოძრაობის ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილმაძემ, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა სერგო ჯავახაძემ, სოციალურ-დემოკრატიულ პარტიის ხელმძღავნელმა გიორგი ჟორჟოლიანმა და ლევან გაჩეჩილაძემ.
| |||
| Posted by Drakula | 08 Aug 2011, 20:13 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| რუსეთის სსს-ს უფროსი: მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხალხის ფონზე პათოლოგია და ანომალიაა | | Georgian News | |
პრეზიდენტი სააკაშვილი მთელი ქართველი ხალხის ფონზე პათოლოგია და ანომალიაა, დარწმუნებულია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, იტყობინება “GHN“.
| |||
| Posted by Drakula | 08 Aug 2011, 20:06 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| საქართველოს სსს: რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ არის მიმართული | | Georgian News | |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-3 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „2011 წლის 7 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ღია და მსხვილმასშტაბური სამხედრო აგრესიის დაწყებიდან სამი წელი შესრულდა. სამწუხაროდ, აგვისტოს ომის მესამე წლისთავზე რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტექსტში აღინიშნება, რომ „საბჭოთა კავშირის დაცემისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რუსეთის ფედერაცია თანამიმდევრულად და მიზანმიმართულად ებრძვის დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს“.
| |||
| Posted by Drakula | 08 Aug 2011, 19:43 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| ნუგზარ წიკლაური: სამმა წელმა აჩვენა, რომ სამხედრო ძალის საშუალებით უკანონობის დაკანონება შეუძლებელია | | Georgian News | |
რუსეთსა და საქართველოს შორის ომიდან სამი წლის შემდეგ აშკარაა, რომ სამხედრო ძალის საშუალებით უკანონობის დაკანონება შეუძლებელია, მიაჩნია საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს ნუგზარ წიკლაურს, იუწყება “GHN“.
| |||
| Posted by Drakula | 08 Aug 2011, 19:41 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
| ოსი სეპარატისტები აგვისტოს ომის სამ წლისთავს სამგლოვიარო ღონისძიებით აღნიშნავენ | | Georgian News | |
| რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთ-საქართველოს ომის სამი წლისთავს ძირითადად სამგლოვიარო ღონისძიებებით აღნიშნავენ. სამგლოვიარო აქცია 7 აგვისტოს ღამით დაიწყება. | |||
| Posted by consul | 07 Aug 2011, 20:36 | comments | Score: 0 | Read More... | |||
| ქუთაისში დავით აღმაშენებელის ძეგბლის დემონტაჟი მოახდინეს | | Georgian News | |
გუშინ ქუთაისში , მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ დავით აღმაშენებლის ძეგლის დემონაჟი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაახლოებით 09:00 საათზე ძეგლი სპეციალური ტექნიკის საშუალებით ვაგზლის მოედანზე გადაიტანეს,სადაც იგი აღიმართება.
| |||
| Posted by consul | 07 Aug 2011, 20:34 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
| მანანა მანჯგალაძე - საგანგაშოა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცინიკურად ამართლებს ეთნილირწმენდას | | Georgian News | |
საგანგაშოა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ცინიკურად ამართლებს რუსეთის ფედერაციის მიერ ქართული ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას. ასე უპასუხა დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
| |||
| Posted by Drakula | 07 Aug 2011, 20:32 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
