aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: Christian Science Monitor: რუსეთ-საქართველოს სამწლიანი ჩიხი Georgian News  Georgian News 
"ომი, რომელიც სამი წლის წინ რუსეთს და მის პატარა პოსტსაბჭოთა მეზობელს საქართველოს შორის გაჩაღდა, მოულოდნელი, უკიდურესად სასტიკი და ხანმოკლე იყო და ზაფხულის მოულოდნელ შტორმს უფრო გავდა, რომელიც წელიწადის ამ დროს კავკასიის მთებიდან ეშვება ხოლმე", - რუსეთ-საქართველოს ომის სამი წლისთავს უცხოური პრესა ეხმაურება,



გამოცემა Christian Science Monitor -ი 2008 წლის აგვისტოს ომს ვრცელ სტატიას უძღვნის და წერს, რომ პეიზაჟის გაწმენდვის ნაცვლად, აგვისტოს ომს გაყინული ურთიერთობების, ბზარის გაძლიერებისა და არსებული შეხედულებების განმტკიცების ხანგრძლივი პერიოდი მოჰყვა.
 

"საქართველო, რომელმაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" შემდეგ დასავლეთთან დაახლოება დაიწყო, საკუთარ თავს პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის მაცნედ მიიჩნევს. რუსეთისთვის კი საქართველო აჯანყებული მეზობელია, რომელსაც არალეგიტიმური პრეზიდენტი მართავს", - ნათქვამია სტატიაში.
 

მასალის ავტორის შეფასებით, რუსულ-ქართული ანტაგონიზმის მიზეზი არის ის, რომ საქართველომ მსოფლიოს ამ ნაწილში ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის რეალური შესაძლებლობის დემონსტრირება მოახდინა და რომ საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი სხვა სახელმწიფოებისთვის შეიძლება მაგალითად იქცეს.
 

ამის მიუხედავად, ჟურნალისტი ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს და წერს, რომ ომი 7 აგვისტოს ქართველების მხრიდან სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალის მასობრივი დაბომბვითა და მასზე შეიარაღებული თავდასხმით დაიწყო.
 

"მიუხედავად იმისა, რომ თბილისი კვლავ თავის ოფიციალურ პოზიციაზე რჩება და დღესაც ამტკიცებს, რომ ომი რუსეთმა პროდასავლელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დამხობის მიზნით დაიწყო, როგორც ჩანს არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ომი 7 აგვისტოს ქართველების მხრიდან სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალის მასობრივი დაბომბვითა და მასზე შეიარაღებული თავდასხმით დაიწყო. თავდასხმის დროს რამდენიმე რუსი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, რომლებიც რეგიონში საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე მსახურობდნენ",- აღნიშნულია სტატიაში.
 

Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3099.html
Posted by consul | 08 Aug 2011, 20:21 | News »
 

"პოლიტიკა: Christian Science Monitor: რუსეთ-საქართველოს სამწლიანი ჩიხი" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 03 June 2024
  • English Georgian