aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი ნავთობის გ Business & Economics  Business & Economics 
ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდას ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი გამოეხმაურა. ამ თემასთან დაკავშირებით კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. 


"ბოლო პერიოდში ნავთობის ფასები დინამიურად იზრდება და მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს. მიმდინარე წლის განმავლობაში ნავთობის ფასი მერყეობდა ძირითადში 70-78 დოლარის ფარგლებში. ოქტომბრის თვიდან კი ნავთობის ფასმა მატება დაიწყო და გაიზარდა 88-91 დოლარამდე ბარელზე. ნავთობის ეს ფასები არის ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი",-განაცხადა მთვრალაშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, დღეისათვის ნავთობის მსოფლიო ფასები შეადგენს: ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe -ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასი - 91.19 დოლარს/ბარელზე; ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი 88.61 დოლარს/ბარელზე. 

 
როგორც მთვრალაშვილი განმარტავს, ნავთობის ფასების მატება განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით. მათ შორის, დოლარის დაცემა ევროსთან მიმართებაში; მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარების შესახებ პროგნოზები (ძირითადად ამერიკაში, ჩინეთსა და აზიურ ქვეყნებში); უპრეცედენტოდ ცივი ზამთარი ევროპაში, რომელმაც ნავთობის მოხმარების ზრდა გამოიწვია.

 
"ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად გაიზარდა ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე, რომლითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი. სექტემბრის თვის შემდეგ ბენზინის საერთაშორისო ფასი Pლატტ'ს-ის მიხედვით გაზრდილია 20 პროცენტით 684 დოლარიდან 818 დოლარამდე ტონაზე, ხოლო დიზელის ფასი მომატებულია 19.4 პროცენტით 642 დოლარიდან 749 დოლარამდე ტონაზე. აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ ეს არის ფასები, რომლებსაც კომპანია იხდის უშუალოდ პროდუქციის შეძენისას ადგილზე",-აღნიშნავს მთვრალაშვილი.

 
მისი თქმით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა 4.5 პროცენტით, კერძოდ, 3 თვის წინ ის იყო 1.8492, ხოლო დღეს არის 1,77.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_733.html
Posted by e_info | 14 Dec 2010, 11:36 | News »
 

No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 1
Votes: 2


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 April 2024
  • English Georgian