aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ევროპარლამენტი მზადაა, სააკაშვილის ინიციატივებთან დაკავშირებით დისკუსიაში ჩაერთო Georgian News  Georgian News 
ევროპარლამენტი მზადაა, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივებთან დაკავშირებით დისკუსიაში ჩაერთოს და რუსეთისგან საპასუხო ნაბიჯებს მოელის. 



როგორც სააკაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკმა განაცხადა, "პრეზიდენტის ინიციატივები მნიშვნელოვანია როგორც კავკასიის რეგიონისთვის, ისე ევროკავშირისთვისაც".


"ვიყავი რუსეთში და მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი პრეზიდენტ მედვედევთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. სიღრმისეულად განვიხილეთ რუსეთის მოდერნიზაციის საკითხი. ეს თემა ძალიან ახლოსაა თქვენს მიერ დღეს გაჟღერებულ ახალ წინადადებებთან და შეიძლება, ერთმანეთის პარალელურადაც კი განიხილებოდეს. მე ძალიან მტკიცედ დავაყენე ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარების საკითხი და მჯერა, რომ პრეზიდენტი მედვედევი ამ პრობლემაზე მუშაობისას ძალიან ღია იქნება. ახლა, ჩემის აზრით, რუსეთის რეაქციას უნდა დაველოდოთ. ევროკავშირი და პირადად მე მზად ვართ, გავხდეთ ამ დისკუსიის მონაწილე ერთ-ერთი მხარე" - განაცხადა იეჟი ბუზეკმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "საკითხი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც და კავკასიის რეგიონისთვისაც".  


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი კავკასიაში მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ამჯერად ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა.


"მე აქ იმედის გზავნილის ჩამოსატანად და იმის დასადასტურებლად ჩამოვედი, რომ სამართლიანი და უცვლელი მშვიდობა ჩვენს რეგიონშიც შესაძლებელია. ჩვენ გვჭირდება ევროპა, რათა ამაში წვლილი მანაც შეიტანოს", - განაცხადა პრეზიდენტმა ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.


მისივე თქმით, "საუკუნეების განმავლობაში კავკასია იყო რეგიონი, სადაც ადამიანები და მათი სულები თავისუფალი იყო, თუმცა მთავრობები ხელოვნურ ბარიერებს ქმინდნენ.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_454.html
Posted by teo- | 23 Nov 2010, 17:17 | News »
 

No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 April 2024
  • English Georgian