aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა Georgian News  Georgian News 
ხვალ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უკვე მეორედ გამოვა. 



აღსანიშნავია, რომ ეს არის უპრეცდენტო შემთხვევა, რადგან მანამდე ევროკავშირის არცერთი არაწევრი ქვეყნის ლიდერისთვის, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა ორჯერ არ შეუთავაზებიათ.
მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტში 2006 წელს უკვე იმყოფებოდა. მანამდე ასეთი პატივი მხოლოდ ტიბეტის სულიერ ლიდერ დალაი ლამას ხვდა წილად.


ევროპარალმენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებზე, ქვეყნის დეოკუპაციასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე ისაუბრებს. დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ იეჟი ბუზეკთან. შეხვედრის შემდეგ კი გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.


ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის თქმით, პრეზიდენტის ეს გამოსვლა მეტად მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისათვის. ევროპარლამენტი ერთ-ერთი წამყვანი ორგანოა ევროპის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, ყოველი სახელმწიფოსა და მისი ლიდერისათვის ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლა დიდი პატივია.


საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ლისაბონიდან, ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ, გაემგზავრა.
Source - medianews.ge

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_440.html
Posted by teo- | 22 Nov 2010, 15:37 | News »
 

No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 April 2024
  • English Georgian