aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 სპორტი: საქართველოში წლის საუკეთესო სპორტსმენად მამუკა გორგოძე დასახელდა Georgian News  Georgian News 
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გასული სპორტული სეზონის შედეგები შეაჯამა და საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა. როგორც მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმს განაცხადა, „2011 წელი ქართული სპორტისთვის ძალიან წარმატებული იყო, თუმცა 2012 კიდევ უფრო წარმატებული უნდა იყოს“.



„მიმდინარე წელს საქართველოში 1734 სპორტული შეჯიბრი გაიმართა, რომლებშიც 124 236 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. უფრო დიდ წარმატებას მიაღწიეს ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 12 საუკეთესოთა შორის დასახელდნენ. ასევე აუცილებელია აღინიშნოს საქართველოს რეგბის ნაკრების წარმატებული გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმდინარე წელს. არანაკლებ წარმატებით გამოვიდნენ ჩვენი მშვილდით მსროლელნი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, სამბისტები, ძიუდოისტები, არმრესტლერები. შედეგად წარმატებული წელი გამოვიდა, თუმცა 2012 წელს ჩვენ მეტი ჯილდოს მოპოვებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ვარძელაშვილმა.


გუშინ, 28 დეკემბერს, გამართულ ღონისძიებაზე დასახელდნენ საუკეთესო სპორტსმენები რვა ნომინაციაში.


წლის საუკეთესო სპორტსმენად რეგბისტი მამუკა გორგოძე დასახელდა; საუკეთესო გუნდის ტიტული საქართველოს კალათბურთის ნაკრებს მიენიჭა; საუკეთესო ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენის ჯილდო ვლადიმერ ხიმჩეგაშვილს გადაეცა; წლის პარასპორტსმენად ნიკოლოზ თვაური დასახელდა, რომელმაც არაოლიმპიურ შეჯიბრში, ცურვის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა.


ასევე დასახელდნენ 2011 წლის საუკეთესო მსაჯები და სპორტული მენეჯერები, ასევე სპორტსმენები, რომლებმაც სპორტის 10 სახეობაში საუკეთესო შედეგები მიიღეს.
 

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4237.html
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:48 | News »
 

"სპორტი: საქართველოში წლის საუკეთესო სპორტსმენად მამუკა გორგოძე დასახელდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 2
Votes: 1


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12320] »
• Selling Leads [130] »
• Products [7612] »
• Private offers [92] »
• Registered users [2513] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 Forums »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 November 2019
  • English Georgian