aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საქართველომ ცნობილი ღვინო „ხვანჭკარას“ სავაჭრო ნიშანი დაიბრუნა Georgian News  Georgian News 
საქართველომ პოპულარული ღვინო „ხვანჭკარას“ სავაჭრო ნიშანი დაიბრუნა, რომელიც, თავის დროზე, აშშ-ის საპატენტო ბიურომ კომპანია „Dozortsev & Son“-ს მიუნიჭა, იუწყება “GHN“.



როგორც სააგენტო „GHN“-თან საუბრისას „საქპატენტის“ ხელმძღვანელმა ირაკლი გვალაძემ თქვა, საქართველომ უკვე დაიბრუნა ღვინო „ხვანჭკარას“ სავაჭრო ნიშანი, მაგრამ ამას თან სდევდა აშშ-ის საპატენტო უწყების რამდენიმე სასამართლო გარჩევა კომპანია „Dozortsev & Son“-თან.


გვალაძის თქმით, საბოლოო შედეგად, მას მერე, რაც ამერიკულმა მხარემ ქართული მხარის არგუმენტები წარადგინა, საქართველოსა და „Dozortsev & Son“-ს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც კომპანიამ დაიბრუნა სავაჭრო ნიშანი ქართული მხრიდან თანხის გადახდის გარეშე.


შეთანხმების თანახმად, „Dozortsev & Son“-ს ხვანჭკარის დისტრიბუციის უფლება ექნება მხოლოდ იმ მწარმოებლებისაგან, რომლებიც ამ ღვინოს საქართველოში აწარმოებენ.


„Dozortsev & Son“-თან პრობლემა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც საქართველომ აშშ-ში 18 დასახელების ღვინის რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. იმასთან დაკავშირებით, რომ „ხვანჭკარა“ 2005 წელს „Dozortsev & Son“-ის მიერ იქნა დაპატენტებული, წარმოიშვა გარკვეული პრობლემები.


ამჟამად, ევროკავშირთან შეთანხმების თანახმად, ევროპის ქვეყნებში 18 ქართული ღვინოა დარეგისტრირებული. ესაა „ათენი“, „ახაშენი“, „წინანდალი“, „გურჯაანი“, „კარდანახი“, „კახეთი“, „ყვარელი“, „მანავი“, „მუკუზანი“, „ნაფარეული“, „ქინძმარაული“, „სვირი“, „თელიანი“, „თიბაანი“, „თვიში“, „ვაზისუბანი“ და „ხვანჭკარა“.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3178.html
Posted by Drakula | 19 Aug 2011, 19:24 | News »
 

No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 20 May 2024
  • English Georgian