aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ნორვეგიაში საქართველოს მოქალაქის ძებნა გრძელდება Georgian News  Georgian News 
დღეიდან ქართველი გოგონას თამთა ლიპარტელიანის ძებნას, რომელიც ახალგაზრდულ ბანაკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიკარგა, მისი მეგობარი ნათია ჩხეტიანი და ახალგაზრდა სოციალისტების ლიდერი დიმიტრი ცქიტიშვილი ყველა საავადმყოფოში დაიწყებს. მათ ამაზე ოფიციალური ნებართვა მიიღეს. აქამდე ნათია ჩხეტიანს მხოლოდ პროზექტურაში შესვა შეეძლო, მაგრამ მან დაკარგული თამთას ნახვა იქ ვერ შეძლო.



დანიაში საქართველოს კონსულის ნინო ქოჩორაშვილის თქმით, გოგონაზე რამის გარკვევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. საქართველოს მოქალაქეს ნორვეგიის სამართადამცველი ორგანოებიც ეძებენ.
მან აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გოგონა იპოვონ. იგი ტრაგედის შემდეგ 32 დაკარგულის რიცხვში ითვლება.
თამთა ლიპარტელიანის მშობლები იმედს არ კარგავენ, რომ მათი შვილი რომელიმე საავადმყოფოშია, რადგანაც მისმა მეგობარმა იგი გარდაცვლილთა შორის ვერ იპოვა.


მეორე გოგონა ნათია ჩხეტიანი ამჟამად ოსლოში იმყოფება. მისი მშობლების თქმით, ის დღეს უნდა ჩამოფრენილიყო საქართველოში, მაგრამ რეისი გადაიდო.


ნათია ჩხეტიანი და თამთა ლიპარტენიანი ორგანიზაციის "ახალგაზრდა სოციალისტების" წევრები იყვნენ. ნათია - ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა, ხოლო თამთა კი საერთაშორისო კომიტეტის მდივანი. სწორედ, ორგანიზაციის რეკომენდაციით გაემგზავრნენ ისინი ნორვეგიაში ახალგაზრდულ ბანაკში დასასვენებლად.


შეგახსენებთ, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა ნორვეგიაში, ახალგაზრდულ ბანაკში 90-ზე მეტი ადამიანი მოკლა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2941.html
Posted by consul | 25 Jul 2011, 18:19 | News »
 

No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 10 June 2024
  • English Georgian