aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პუტინის განკარგულება: აფხაზეთის რიგი ობიექტები რუსეთის საკუთრებაში უნდა გადავიდე World News  World News 
რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინმა დაცვის ფედერალურ სამსახურსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა აფხაზეთთან შეთანხმების გაფორმება, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რიგი ობიექტები რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში უნდა გადავიდეს.



 რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთისა და აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლება შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტში მითითებულია კომპლექსები: "ტატრა"- გაგრაში, "მიუსერა" - გუდაუთის რაიონის დასახლება მიუსერაში და "პიცუნდა" - ბიჭვინთაში. ეს კომპლექსები თავის თავში მოიცავს უძრავ და მოძრავ ქონებას.


"დაევალოს დაცვის ფედერალურ სამსახურს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩაატარონ ერთობლივი მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან და რუსეთის მთავრობის სახელით ხელი მოაწერონ მითითებულ შეთანხმებას", _ ნათქვამია ვლადიმერ პუტინის 24 სექტემბრით დათარიღებულ ბრძანებულებაში.


რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, რომლებზედაც აღნიშნული კომპლექსების განლაგებული, რუსული მხარე იმედოვნებს, რომ იგი მათ 49-წლიანი იჯარის პირობებით მიიღებს და წელიწადში თითო ნაკვეთზე ერთ რუსულ რუბლს გადაიხდის.
 

რუსეთი ასევე იმედოვნებს, რომ მიიღებს უფლებას "ამ მიწის ნაკვეთებზე განახორციელოს კაპიტალური მშენებლობა". აღნიშნული კომპლექსები კი რუსეთის ფედერაციას იმ "სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად სჭირდება, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ პირები, რომლებიც სახელმწიფო დაცვას ექვემდებარებიან".

Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_205.html
Posted by mariami | 10 Nov 2010, 13:40 | News »
 

No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 5
Votes: 1


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 25 April 2024
  • English Georgian