aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 კონსტანტინე გამსახურდია: კომისიის დასკვნები ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიას აბათილებს Georgian News  Georgian News 
"საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, თავი არ მოუკლავს", - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი დროებითი კომისიის დასკვნაში.


როგორც კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ აღნიშნა, კომისიის მიერ მოძიებული მასალა და მასზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნები აბათილებს თვითმკვლელობის ვერსიას, რომელიც დღემდე ერთადერთ ვერსიად რჩებოდა საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაში.
 

"კომისიის მიერ მიღებული დასკვნა მთავარ პროკურატურად გადაეგზავნება და ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საკითხთან დაკავშირების გამოძიების განახლებას", - აღნიშნა გამსახურდიამ.
 

დეპუტატმა ბიუროზე კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის წიგნის სახით გამოქვეყნება მოითხოვა და მაგალითად დასავლეთ ევროპის ქვეყნები დაასახელა.
 

"ეს არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს 363 გვერდს - შესავალი, საპროცესო-სამართლებრივი, შეუსაბამობებისა და წინააღმდეგობის ნუსხა, კრიმინალისტების და პათანატომიის დასკვნები", - აღნიშნა გამსახურდიამ და დასძინა, რომ დასკვნა საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი და საჯარო იქნება.


https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1316.html
Posted by burdzgla77 | 21 Feb 2011, 17:27 | News »
 

No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 26 April 2024
  • English Georgian