aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 ქართველ დამსვენებელთა მხოლოდ 10% მიმართავს ტურ-სააგენტოებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ქართველ დამსვენებელთა უმრავლესობა დასასვენებლად პრაქტიკულად დაუგეგმავად მიდის. ეს, განსაკუთრებით, ეხება ზღვის კურორტებს, სადაც ტურისტები განთავსების ადგილის ძიებას ავტობუსის ან რკინიგზის სადგურიდან იწყებენ. ამასთან, სპეციალისტთა თქმით, სააგენტოებთან მიმართვა დაუზოგავდა მომხმარებელს არა მხოლოდ დროს, არამედ ფინანსებსაც. ამიტომ კურორტზე მგზავრობამდე დამსვენებლებს ურჩევენ ტურისტულ სააგენტოებთან მიმართვას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი განთავსებას არა სასტუმროში, არამედ კერძო სახლში აპირებენ.
განათავსა - Drakula | 16 ივლ. 2011, 10:00 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Moody’s-ის ანალიტიკოსებმა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი გადასინჯვაზე გააგზავნეს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საერთაშორისო სააგენტო Moody’s-მა ამერიკის საკრედიტო რეიტინგი გააგზავნა გადასინჯვაზე დაწევის შესაძლებლობით. მანამდე ამერიკას უკვე ემუქრებოდნენ მაქსიმალური დონის - Aaa-ს ჩამორთმევით, თუ ივლისის შუა რიცხვამდე არ იქნებოდა მიღწეული პროგრესი სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდის საკითხში.
განათავსა - Drakula | 14 ივლ. 2011, 20:29 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველო რეალურად ახორციელებს ბაზრების დივერსიფიკაციას - ექსპერტი ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
„ქართულ-ჩინური ბიზნეს-ფორუმი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საქართველო უფრო აქტიურად აყოლებს ფეხს თანამედროვე გლობალიზაციის პროცესს და რეალურად ახორციელებს ბაზრების დივერსიფიკაციას“, - ასე აფასებს ექსპერტი ეკა ლეკაშვილი თბილისში გამართულ ქართულ-ჩინურ ბიზნეს-ფორუმს.
განათავსა - Drakula | 14 ივლ. 2011, 20:23 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ევროკომისია საქართველოს 50 მლნ ევროს გამოუყოფს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ევროკომისია საქართველოს 2011 წლის განმავლობაში 50.73 მლნ ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 14 ივლისს, იქნა მიღებული. დაგეგმილია, რომ დახმარება გამოყენებული იქნება ევროკომისიის მიერ დღეს დამტკიცებული საქართველოს ყოველწლიური მოქმედებათა გეგმის რეალიზაციისათვის.
განათავსა - Drakula | 14 ივლ. 2011, 20:20 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სადაზღვევო კომპანია „მობიუსმა“ არსებობა შეწყვიტა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრია ერთ-ერთმა მოთამაშემ დატოვა. სადაზღვევო კომპანია „მობიუსმა“ თავისი ინიციატივით მიმართა ეროვნულ ბანკს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების თხოვნით. კანონის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა კომპანია ლიკვიდაციის რეჟიმში გადაიყვანა. სადაზღვევო საქმიანობაზე უარის თქმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
განათავსა - Drakula | 13 ივლ. 2011, 20:24 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მიმდინარე წლისათვის ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 3.7% ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
მიმდინარე წელს ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართებაში იქნება დაახლეობით 3.7%. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განაცხადა, ეკონომიკის თავისუფლების შესახებ კანონის თანხმად ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს.
განათავსა - Legatuss | 13 ივლ. 2011, 20:20 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კომპანია ,,ნაბეღლავმა" ირანის ბაზარზე შესვლის ნებართვების ნაწილი მიიღო ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
კომპანია ,,ნაბეღლავმა" კვლავ განაახლა ირანთან მოლაპარაკებები მინერალური წყლის ექსპორტის თაობაზე.  ამის შესახებ განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ სვიმონიშვილმა.
განათავსა - Legatuss | 13 ივლ. 2011, 20:19 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 აგვისტოში ქალაქ ბათუმში ფუნქციონირებას დაიწყებს Adidas ფაბრიკა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
აგვისტოში ქალაქ ბათუმში ფუნქციონირებას დაიწყებს Adidas ფაბრიკა. როგორც ,,აჭარა ტექსტილის" წარმომადგენელმა რადიო ,,კომერსანტს' განუცხადა, ამ დროისათვის მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. წარმოება გაიხსნება აგვისტოში, ხოლო სრული დატვირთვით ამუშავდება სექტემბერში.
განათავსა - Legatuss | 13 ივლ. 2011, 20:12 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში IT-სპეციალისტები მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მაღალანაზღაურებადები არიან ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
პოსტსაბჭოთა სივრცეში IT-სპეციალისტები ყველაზე მაღალანაზღაურებადებია. კვალიფიკაციისა და სპეციალობის შესაბამისად, ინტერნეტ-სპეციალისტთა ხელფასი 3-დან 10-15 000 ლარამდე მერყეობს.
განათავსა - Drakula | 13 ივლ. 2011, 20:07 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 რა შემთხვევაში ღირს სამომხმარებლო სესხის აღება? ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
„სესხის გაცემისას ბანკი პასუხისმგებელია იმის სწორ შეფასებაზე, თუ რამდენად სჭირდება მომხმარებელს განაცხადით მოთხოვნილი თანხა და, აუცილებლობის შემთხვევაში, მას კონსულტაცია უნდა ჩაუტაროს“, - ასეთი განცხადება გააკეთა „პროკრედიტ ბანკის“ მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან ბურდულმა გადაცემაში „თქვენი ბანკირი“ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
განათავსა - Drakula | 11 ივლ. 2011, 20:28 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 1 | ვრცლად...
 

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 10 ივნისი 2024
  • English Georgian