aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

 საზოგადოება: თბილისში წლის ყველაზე ნეგატიურ პროექტად კომუნალური გადასახადების გაერთიანება დასახელდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
რომელია მიმდინარე წელს თბილისის ხელისუფლებების მიერ მიღებული ყველაზე პოზიტიური და ნეგატიური გადაწყვეტილება? ამ საკითხის გასარკვევად commersant.ge-მა ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. ექსპერტთა უმრავლესობამ ყველაზე შედეგიან პროექტად დაასახელა „იაფი პროდუქტი თქვენს კვარტალში“. პროექტი 18 დეკემბრიდან ხორციელდება. მთელ დედაქალაქში ყოველ კვირას 9.00-დან 15.00 საათამდე ეწყობა ბაზრები და მომხმარებლებს პროდუქციას შედარებით ხელსაყრელ ფასად სთავაზობენ. ამას გარდა, პოზიტიურ პროექტებად დასახელდა აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია და გმირთა მოედანზე ესტაკადის აშენება.



ამავდროულად, commersant.geშეეცადა მერიის მიერ განხორციელებული ნეგატიური პროექტებიც დაედგინა. გამოკითხულთა უმრავლესობა ასეთ პროექტად კომუნალური გადასახადების გაერთიანება დასახელდა. „ნეგატიური რეიტინგის“ მეორე ადგილზე „1000 ფარდულის პროექტი“, ხოლო მესამეზე - დაურეგულირებელი პარკირება აღმოჩნდა.


გამოკითხვის შედეგებზე კომენტარის გაკეთება commersant.ge-მა დათო ოქიტაშვილს სთხოვა. მისი თქმით, თბილისის მოსახლეობისათვის წელს ყველაზე უარყოფითი ცვლილება კომუნალური გადასახადების გაერთიანება იყო. „ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებსაც ამ ცვლილებამ პრობლემები შეუქმნა. ჩემს მეზობელს ფულიც კი შევუგროვეთ, რამდენადაც მას გაზრდილი გადასახადების გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა და იძულებული იყო, საერთოდ გაეთიშა ელექტროენერგია“, - განაცხადა ოქიტაშვილმა.


შეგახსენებთ: 1 ივლისიდან ამოქმედებული კანონით დედაქალაქის მოსახლეობამ ქალაქის დასუფთავების გადასახადი დახარჯული ელექტროენერგიის შესაბამისად უნდა გადაიხადოს.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4224.html
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:27 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: თბილისში წლის ყველაზე ნეგატიურ პროექტად კომუნალური გადასახადების გაერთიანება დასახელდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 აპრილი 2024
  • English Georgian