aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: 80 მლნ დოლარმა Nokia Epson-თან შეარიგა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კომპანია Nokiaსასამართლოებიდან უკან იხმობს სარჩლებს პრინტერების, სკანერებისა და ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელ Seiko Epson-ის წინააღმდეგ მას მერე, რაც იაპონური კომპანია მისთვის 80 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა, გადმოსცემს Bloomberg. Seiko Epson-ის საიტზე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ კომპანია კვლავ არ ეთანხმება Nokia-ის პრეტენზიებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კომპენსაციის გადახდას დათანხმდა, რათა სასამართლოს ხარჯები არ გასწიოს და ბიზნესისთვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია მოხდინოს.



Nokia-სთვის გადახდების გამო Seiko Epson-ს დაუგეგმავი ზარალი ელის ფინანსური წლის მესამე კვარტალში, რომელიც მარტში დასრულდება, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო, არ გადახედოს წლის პროგნოზს, ხაზგასმულია გამოქვეყნებულ განცხადებაში.


Seiko Epsonთხევადკრისტალური დისპლეებისათვის განკუთვნილი კომპონენტების იმ 11 მწარმოებელი კომპანიიდან ერთ-ერთი გახლდათ, რომლის წინააღმდეგაც Nokia-მ 2009 წლის ნოემბერში სარჩლები შეიტანა. ფინურმა კომპანიამ, რომელიც ამ კომპონენტებს თავისი მოწყობილობებისთვის ყიდულობს, დაადანაშაულა ისინი საკუთარი პროდუქციის ფასის გაზრდაზე. Nokia-მ საჩივრები ბრიტანეთისა და აშშ-ის სასამართლოებში გააგზავნა.


Seiko Epson-ის გარდა, Nokia-მ Samsung-ის, Toshiba-ის, Sharp-ის, LG Display-ის, Philips Electronics-ისა და კიდევ რამდენიმე კომპანიის წინააღდეგ ბრალდება წამოაყენა. ფინალური განაჩენი სარჩლების მიხედვით სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4222.html
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:26 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: 80 მლნ დოლარმა Nokia Epson-თან შეარიგა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12205] »
• ტოპ შეთავაზება [372] »
• პროდუქცია და სერვისი [8390] »
• კერძო განცხადება [3149] »
• წევრი საიტზე [2441] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 ფორუმი »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 აგვისტო 2019
  • English Georgian