aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 ეკონომიკა: გილაური: 2012 წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
2012 წლის ბიუჯეტი დაბალანსებული და ჯანსაღია. ამის შესახებ დღეს, 14 დეკემბერს, სამთავრობო სხდომაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. ამის შესახებ ნათქვამია 2012 წლის პრიორიტეტებში.



მომავალი წლის ბიუჯეტი 8 მილიარდ 40 მილიონ ლარს შეადგენს, რაც, პრემიერის თქმით, 2003 წლის ბიუჯეტზე 10-ჯერ უფრო მეტია. მათგან ხარჯების ნაწილი 7 მილიარდ 940 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი 3.5 პროცენტის ოდენობით არის დადგენილი, რაც, გილაურის თქმით, დაბალი მაჩვენებელია და მთავრობების მიზანი მოცემული მაჩვენებლის 3-ზე ნაკლებ პროცენტამდე დაყვანაა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2012 წლის ბიუჯეტში მშპ-ის 5-პროცენტია გაწერილი. მისი თქმით, პრიორიტეტი სამი მიმართულება იქნება: სოციალური პროგრამები, ჯანდაცვა და განათლება და აღნიშნული მიმართულებების დაფინანსება გაიზრდება.


გილაური საპენსიო პაკეტის ზრდას შეეხო და აღნიშნა, რომ სადაზღვევო ვაუჩერები 1 სექტემბრიდან დარიგდება და მათ ყველა პენსიონერი და 5 წლამდე ბავშვი მიიღებს. ცვლილებები სოფლის მეურნეობის დაფინანსებაშიც არის და იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. როგორც პრემიერმა განაცხადა, გაისად საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკაზე 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება.


გილაურმა მინისტრებს დავალება მისცა, რომელიც 2 კვირის განმავლობაში საკუთარ უწყებებში 2012 წლის ბიუჯეტის პრეზენტაციის მოწყობას გულისხმობს.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4152.html
განათავსა - Drakula | 15 დეკ. 2011, 19:29 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: გილაური: 2012 წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 27 აპრილი 2024
  • English Georgian