aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 პოლიტიკა: მილა იოვოვიჩმა რუსეთში მომიტინგეებს მხარი დაუჭირა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
რუსული წარმოშობის ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა მილა იოვოვიჩმა თავის Twitter-ში დაწერა, რომ რუსეთში მომიტინგეთა გამოსვლებს მხარს უჭერს, იუწყება “GHN“. „სალამი! სიყვარულსა და საუკეთესო სურვილებს ვუგზავნი ყველას, ვინც რუსეთში საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის! სამწუხაროა, რომ თქვენთან ერთად არა ვარ. ჰოჰო!“, - დაწერა ვარსკვლავმა.



Twitter-ის რამდენიმე მომხმარებელმა პასუხად რუსეთში მოწყობილი მიტინგების თაობაზე სხვადასხვა მოსაზრებები დაწერეს, ზოგიერთმა კი, როგორც ჩანს, ივარაუდა, რომ ამერიკულ ტელევიზიას მსახიობი შეცდომაში შეჰყავს. იოვოვიჩმა საპირისპირო შეხედულებების გამომხატველი შეტყობინებები დატვიტა, ბოლოს კი დაწერა: „აი, ეს მესმის კამათი! ჩემს ტელეფონს უკვე ბატარეა უჯდება“. „მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და რუსი ხალხი! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ!“, - გადმოსცემს NEWSru.com.


შარშან იოვოვიჩმა რუსეთში საკმაოდ დიდი დრო გაატარა, როდესაც ლევან გაბრიაძის ფილმში მონაწილეობდა.


მილა იოვოვიჩი კიევში დაიბადა. დედამისი საბჭოთა და ამერიკელი მსახიობი გალინა ლოგინოვაა.


შეგახსენებთ, რომ არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები შაბათს, 10 დეკემბერს, მოსკოვში, პეტერბურგში, მრავალ რუსულ ქალაქსა და ძირითად მსოფლიო დედაქალაქებში გაიმართა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4142.html
განათავსა - Drakula | 12 დეკ. 2011, 18:42 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: მილა იოვოვიჩმა რუსეთში მომიტინგეებს მხარი დაუჭირა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian