aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 ეკონომიკა: ვაჟა დიასამიძე: ბათუმის სასტუმროთა ძირითადი ნაწილი ახალი წლისთვის დაჯავშნილია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
წინა წელთან შედარებით, ზამთრის სეზონისთვის ბათუმში ტურისტთა რიცხვი 40 პროცენტით გაიზარდა. Commersant.ge-თან საუბრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა დიასამიძემ განაცხადა, რომ წელს ახალი წლისთვის ისინი ტურისტთა კიდევ უფრო დიდი რიცხვის ჩამოსვლას ელიან. „განსაკუთრებით ბევრი იქნება ქართველი და ვიზიტიორები მეზობელი ქვეყნებიდან. ჩვენთან ჩამოვლენ თბილისიდან, სტამბულიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. სტუმრებს ევროპიდანაც ველოდებით“, - აღნიშნა მან.



დიასამიძის თქმით, ბათუმის სასტუმროთა ძირითადი ნაწილი უკვე დაჯავშნილია. დეპარტამენტი კი ფასების შემცირების პოლიტიკაზე მუშაობს. მან აღნიშნა, რომ ზაფხულთან შედარებით ფასები სასტუმროებსა და რესტორნებში უკვე შემცირდა.


„ნორმალურ რესტორანში ვახშამი 7-დან 20-მდე ლარი ღირს. მაგრამ ჩვენ პარალელურად ფასთა კიდევ უფრო დიდ შემცირებაზე ვმუშაობთ, რათა კლიენტები დარწმუნდნენ, რომ ბათუმში შესაძლებელი იყოს უქმე დღეების გატარება ბევრად უფრო იაფად, ვიდრე, ვთქვათ, თბილისში“, - აცხადებს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი.


მისი თქმით, ბოლო პერიოდში ბათუმში უქმე დღეებსა და დღესასწაულებზე სულ უფრო მეტი სტუმარი ჩამოდის. ტურისტთა რიცხვი იზრდება როგორც თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან, ისე თურქეთიდანაც. „კანში ამერიკული აკადემიის კონკურსში ბათუმის გამარჯვების შემდეგ კი უახლოეს პერიოდში ტურისტთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ეს გამარჯვება ბათუმისთვის დიდ რეკლამას წარმოადგენს“, - განაცხადა დიასამიძემ.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4131.html
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2011, 20:06 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: ვაჟა დიასამიძე: ბათუმის სასტუმროთა ძირითადი ნაწილი ახალი წლისთვის დაჯავშნილია" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 აპრილი 2024
  • English Georgian