aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 საზოგადოება: რუსეთის ათეულობით ქალაქში გაიმართა მიტინგები არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ნოვოსიბირსკში, ეკატერინბურგში, ყაზანსა და სხვა ქალაქებში გაიმართა მიტინგები არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. შაბათს, 10 დეკემბერს, რუსეთის ათეულობით ქალაქში გაიმართა მიტინგები სახელმწიფო დუმაში არჩევნებზე გაყალბებების წინააღმდეგ. ყველაზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები ნოვოსიბირსკში, ეკატერინბურგში, ომსკში, ყაზანსა და ვორონეჟში დარეგისტრირდა.



შინაგან საქმეთა სამმართველოს მონაცემებით, ნოვოსიბირსკში მიტინგს დაახლოებით 3 ათასი ადამიანი ესწრებოდა. აქცია რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის მიერ იქნა ორგანიზებული. მომიტინგეები არჩევნებზე გაყალბებების წინააღმდეგ მიმართულ ლოზუნგებს ყვიროდნენ. ამას გარდა, მათ ხელახალი არჩევნების დანიშვნის ხელმოწერები შეაგროვეს.


პოლიციის თანამშრომელთა თქმით, ეკატერინბურგის ცენტრში მიტინგში 800-ზე მეტი ადამიანი, ხოლო შეკრებილთა თქმით - დაახლოებით 2 ათასი მონაწილეობს.


მიტინგი მშვიდად ტარდება. პერიოდულად პოლიციის თანამშრომლები მოუწოდებენ ქალაქის მაცხოვრებლებს დაიშალონ და არ მოახდინონ პლაკატების დემონსტრაცია.


მიტინგზე შეკრებილებს ურიგებენ ე. წ. საამომრჩევლო ბიულეტენებს, რომლებშიც სთავაზობენ უპასუხონ შეკითხვას, მიაჩნიათ თუ არა მათ, რომ ისინი მოატყუეს. ამ „ბიულეტენებზე“ დატანილია ლოგოტიპი დათვით, რომელსაც კბილებით დიდი ტომარა უჭირავს. გარდა ამისა, მიტინგის მონაწილეეებმა ეკატერინბურგის დამფუძნებელთა ძეგლზე მოათავსეს სათამაშო დათვი სკოჩით შეკრული პირით.


არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ასევე ტარდება კალინინგრადში, არხანგელსკში, ნიჟნი ტაგილში, კურგანში, ჩუვაშიაში, ბრიანსკში, ულიანოვსკში, კრასნოდარში, ტულაში.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4126.html
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2011, 20:03 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: რუსეთის ათეულობით ქალაქში გაიმართა მიტინგები არჩევნების შედეგების წინააღმდეგ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 აპრილი 2024
  • English Georgian