aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 პოლიტიკა: საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანა გახდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველო პირველად იქნა ნახსენები ბრიუსელში მიღებულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ დოკუმენტში ნატოს ასპირანტ ქვეყნად, განაცხადა ხუთშაბათს, 8 დეკებერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ. ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ალიანსის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა დონეზე ოთხშაბათს, 7 დეკემბერს, მინისტრების ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში გაიხსნა.



„საქართველო ნატოს ასპირანტ ქვეყნად პირველად იქნა ნახსენები. ეს სპეციფიკური ტერმინია და საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა ნახსენები, რომლებმაც MAP(ნატოში წევრობასთან დაკავშირებული მოქმედებათა გეგმა) მიიღეს. ასეთი ქვეყნებია, მაგალითად, მაკედონია, ბოსნია ჰერცოგოვინა და სხვ.“, - აღნიშნა ბარამიძემ.


როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრმა თქვა, ახალი სტატუსი ნიშნავს, რომ „ის წევრობის ინსტრუმენტები, რომლებიც საქართველოს აქვს, ფაქტობრივად იმ ინსტრუმენტებს უდრის, რომლებიც ამ სახელმწიფოებს აქვთ“.


„ნატო მიესალმება ასპირანტი ქვეყნების მიერ რეფორმების განხორციელებას და მათ გაგრძელებას მხარს უჭერს“, - აღნიშნა ბარამიძემ და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს პირველად მიენიჭა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4122.html
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:42 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანა გახდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 აპრილი 2024
  • English Georgian