aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 პოლიტიკა: ლეიბორისტები შიშობენ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი კოალიციურ მთავრობას შექმნიან საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ლეიბორისტები შიშობენ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი შეძლებენ შეთანხმებასა და კოალიციური მთავრობის შექმნას, რომელშიც პრემიერი იქნება სააკაშვილი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი. ან პირიქით... როგორც დღეს, 9 დეკემბერს, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა, იმას, რომ სააკაშვილისა და ივანიშვილის გუნდებს შორის რაღაც შეთანხმება უკვე არსებობს, ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მონაცემები მოწმობს.



მისი თქმით, ამ შედეგებისთვის სააკაშვილმა და ივანიშვილმა 100-100 ათასი დოლარი გადაიხადეს და ცდილობენ საზოგადოებრიობა პოლიტიკური ძალების ბიპოლარიზაციაში დაარწმუნონ.


„სააკაშვილისა და ივანიშვილის მიერ შეკვეთილი და გადახდილი სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს ჩვენი სიტყვების სიმართლეს იმაზე, რომ ანტისახელმწიფო შეთქმულება შედგა. არჩევნების შემდეგ კი ისინი ერთიანი მთავრობის შექმნას აპირებენ, რომელშიც სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი, ხოლო ივანიშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე იქნება, ან პირიქით, რათა ერთად გააგრძელონ ქვეყნის სრული განადგურების კურსი“, - განაცხადა გუგავამ.


მისი თქმით, ამ ანტიეროვნული შეთქმულების განადგურება მხოლოდ მხილების, დაუმორჩილებლობის, მიტინგებისა და აქციების საშუალებით შეიძლება, რომლებსაც ლეიბორისტული პარტია გეგმავს.


„ქვეყანაში მორიგი ფარსის გათამაშებას არ დავუშვებთ“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4117.html
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:39 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ლეიბორისტები შიშობენ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი კოალიციურ მთავრობას შექმნიან" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 აპრილი 2024
  • English Georgian