aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 პოლიტიკა: მსოფლიოს ერთ-ერთმა ქვეყანამ iPhone აკრძალა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
სირიის მთავრობამ ქვეყანაში სმარტფონების - iPhone-ბის გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ იტყობინება ებრაული გაზეთი „გაარეცი“ ლიბანის ახალი ამბების საიტ Al Nashara-ზე მინიშნებით. Al Nashara-ის ჟურნალისტები გაეცნენ დადგენილების ასლს აპარატის აკრძალვის შესახებ, რომელიც სირიის ფინანსთა სამინისტრის საბაჟო დეპარტამენტმა გამოუშვა. მასში ნათქვამია, რომ სატელეკომუნიკაციო რეგულატორმა iPhone-ში „აკრძალული თვისებები“ აღმოაჩინა. დაზუსტებული არიაა, კერძოდ რომელ თვისებებზეა საუბარი. იტყობინებიან, რომ აღმოჩენილი აპარატები ჩამორთმეული იქნება, მათი მფლობელების მიმართ კი სანქციებს გამოიყენებენ.



„გაარეცი“ გადმოსცემს, რომ აკრძალვა მას მერე შემოიღეს, რაც ინტერნეტში დაიდო iPhone-ის კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სირიის მოქმედი პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ულმობელი ჩახშობა იყო ასახული. კონკრეტულად Apple-ის სმარტფონზე აკრძალვის შემოღების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ნოემბერში სირიელმა ოპოზიციონერებმა ახალი ამბებისა და ვიდეორგოლების გაცვლის მიზნით iPhone-ისადა iPad-ისთვის დამატება გამოუშვეს.


სირიაში საპროტესტო აქციები 2011 წლის მარტში დაიწყო. თავიდან დემონსტრანტთა თავმოყრის ადგილი ქალაქი დარაა გახდა, მაგრამ მოგვიანებით მღელვარებამ ქვეყნის სხვა ნაწილებიც მოიცვა. ივნისის დასაწყისში რამდენიმე სირიული ქალაქი რამდენიმე დღით ინტერნეტის გარეშე დარჩა. გათიშვა დაუკავშირეს იმას, რომ პროტესტანტები თავიანთი მოქმედებების კოორდინაციას სოციალური ქსელის საშუალებით აწარმოებდნენ.


გაეროს შეფასებებით, რვა თვის განმავლობაში სირიის პოლიციასა და სამთავრობო ჯარებთან შეიარაღებულ შეტაკებებში 4000-მდე ადამიანი დაიღუპა.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4108.html
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2011, 19:34 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: მსოფლიოს ერთ-ერთმა ქვეყანამ iPhone აკრძალა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 აპრილი 2024
  • English Georgian