aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 პოლიტიკა: ბარამიძე: რუსეთი მიხვდება, რომ საქართველოსთან შეთანხმების მიღწევა ტანკებითა და XIX საუკუნის მეთოდებით შეუძლებელია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს ვიცე-პრემიერს გიორგი ბარამიძეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ეტაპზე საქართველოს წევრობა ევროკავშირში არარელევანტურია, იტყობინება “GHN“. „ჩვენ არ ვსაუბრობთ წევრობაზე საშუალოვადიან პერსპექტივაში, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს 3-5 წელიწადში“, - თქვა ბარამიძემ EurActiv-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.



მისი თქმით, რაც უფრო მეტად გააღრმავებს საქართველო ინტეგრაციას ევროკავშირთან, მით უფრო რთული იქნება რუსეთისთვის უკანონო ოკუპაციის გაგრძელება.


„ხოლო როდესაც ნატოს წევრები გავხდებით, რუსეთი ამ ოკუპაციის შენარჩუნების სტიმულს დაკარგავს. ისინი მიხვდებიან, რომ XIXსაუკუნის ასეთი მეთოდებით საქართველოსთან რაიმე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ჩვენც და რუსეთსაც საერთო ინტერესები გვაქვს და ჩვენ მზად ვართ, პატივი ვცეთ ამ ინტერესებს, მაგრამ ტანკებითა და ოკუპაციით ისინი ამის მიღწევას ვერ შეძლებენ. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც ნატოს წევრები გავხდებით, ისინი უფრო კონსტრუქციულები იქნებიან. მაშინ ბევრად უფრო მარტივი იქნება იმ ყველაფრის გადაჭრა, რაც ევროინტეგრაციას ეხება. ანალოგიური მოხდა პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში: მას მერე, რაც ისინი ნატოს წევრები გახდნენ, რუსეთმა მათთან ურთიერთობის ნორმალიზაციას შეუდგა“, - თქვა ბარამიძემ.


მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს საქართველო ნატოში გაწევრიანებასთან ბევრად უფრო ახლოსაა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4103.html
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2011, 19:31 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ბარამიძე: რუსეთი მიხვდება, რომ საქართველოსთან შეთანხმების მიღწევა ტანკებითა და XIX საუკუნის მეთოდებით შეუძლებელია" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 აპრილი 2024
  • English Georgian