aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 პოლიტიკა: მამუკა ღლონტი: სასამართლომ აჩვენა, რომ „მაესტროს“ არა კიწმარიშვილი, არამედ სააკაშვილი ებრძვის საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილება ტვ „მაესტროს“ 100%-იან წილზე ყადაღის დადების თაობაზე იმაზე მეტყველებს, რომ არხს არა ეროსი კიწმარიშვილი, არამედ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ებრძვის, მიაჩნია ერთ-ერთ დამფუძნებელს მამუკა ღლონტს, იუწყება “GHN“.



„დიახ, მე ამ ინფორმაციას ვადასტურებ. „მაესტროს“ არა ეროსი კიწმარიშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილი ებრძვის. ჩვენ ჩვენი წილების გაყიდვას ვერ შევძლებთ, მაგრამ ჩვენ მათ გაყიდვას არც ვაპირებდით. ამით მხოლოდ სააკაშვილის, კიწმარიშვილისა და ოქრუაშვილის ლუსტრაცია მოხდა“, - თქვა ღლონტმა „GHN“-სთან საუბრისას, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა.


შეგახსენებთ, დღეს, 7 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის სამოქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მაესტროს“ 100%-იანი წილი დააყადაღა.


შეგახსენებთ, რომ „მაესტროს“ გარშემო სკანდალი მას მერე გაიჩაღა, რაც მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი თანმხლებ პირებთან ერთად ღობეზე გადაძვრა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძისა და მისი ერთ-ერთ დამფუძნებლისა და პროდიუსერის მამუკა ღლონტის გათავისუფლების ბრძანებით. ამასთან ერთად, მან განაცხადა, რომ ტვ-ში 4.5 მილიონი ჩადო და აპირებს სარედაქციო პოლიტიკას დამფუძნებლებთან კონტრაქტის ამოწურვის ვადამდე - 2012 წლის დეკემბრამდე უხელმძღვანელოს.


„მაესტროს“ დამფუძნებლები გიორგი ებრალიძე, ლევან ჩიკვაიძე, ეკატერინე აკობია, მამუკა ღლონტი, ილია კიკაბიძე და მაკა ასათიანი არიან.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4100.html
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2011, 19:27 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: მამუკა ღლონტი: სასამართლომ აჩვენა, რომ „მაესტროს“ არა კიწმარიშვილი, არამედ სააკაშვილი ებრძვის" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian