aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 ეს საინტერესოა: იტალიაში დააკავეს „ვენეციელი ვაჭრები“, რომლებმაც მოატყუეს ტურისტები მთელი მსოფლიოდან მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ვენეციის ორი მოქალაქე - მამა და მისი ვაჟი - პოლიციამ ვენეციაში თაღლითობის, საკრედიტო ბარათებისა და დოკუმენტების გაყალბების, ასევე ქურდობის ბრალდებით დააკავა.



თაღლითების მსხვერპლი გახდა დაახლოებით 100 ტურისტი მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მათ სუვენირულ მაღაზიას ლაგუნაზე ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობასთან - რიალტოს ხიდთან გადიოდნენ. სწორედ იგი გახდა დამნაშავეებისთვის მოსახერხებელი საფარი. ვენეციელებს, შუა საუკუნეების რესპუბლიკის ვაჭართა შთამომავლებს, თავში მოუვიდათ იმ საკრედიტო ბარათების ნომრების გამოყენების რთული სქემა, რომლებითაც კლიენტები იხდიდნენ. 2-ზე მეტი წლის განმავლობაში სპეციალური ეშმაკური მოწყობილობის დახმარებით, რომელიც ბარათების ნომრებს კითხულობდა, მათ 70-ზე მეტი ბარათის დაკოპირება და გაყალბება შეძლეს. შემდეგ ისინი მათი საშუალებით ძვირადღირებულ ტექნიკას, მათ შორის აიფონებსა და აიპედებს, კომპიუტერებს, ტელევიზორებს, ტელეფონებს, ფოტოაპარატებს, სტერეოსისტემებს ყიდულობდნენ, რომლებსაც შემდგომში ხელახლა ყიდიდნენ ინტერნეტში.


სულ თაღლითებმა ყალბი ბარათებითა და დოკუმენტებით (რობერტო და ვიტორიულ სანტიების სახელზე) 400 ათასი ევროს უკანონოდ მოხსნა შეძლეს. დიდი ხნის მანძილზე მათ შველიდა ის, რომ საკრედიტო ბარათების მფლობელები განცხადებას ანგარიშებიდან არასანქცირებული ხარჯების შესახებ რამდენიმე კვირაში იღებდნენ. სამშობლოში მყოფი ბანკებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო საზღვარგარეთიდან იმის თვალდევნა, თუ სად და როგორ იყო ნომრები დაკოპირებული. თაღლითები გამოიჭირეს ერთი და იმავე ადგილობრივი ჰიპერმარკეტ „აშანის“ მიმართ სიყვარულის წყალობით, სადაც ისინი მეტისმეტად ხშირად ახორციელებდნენ მსხვილ ძვირადღირებულ შესყიდვებს სხვადასხვა საკრედიტო ბარათებით. თაღლითებით ერთ-ერთი მოლარე დაინტერესდა, რომელმაც სიფხიზლე გამოიჩინა და თავისი ეჭვების შესახებ პოლიციას შეატყობინა.


გამომძიებლებმა გამოიჭირეს მამა და ვაჟი და დააპატიმრეს. ახლა კი იძებნებიან მათი შესაძლო თანამოაზრეები, რომლებიც ყალბი დოკუმენტების დამზადებაში ეხმარებოდნენ.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4086.html
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:39 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: იტალიაში დააკავეს „ვენეციელი ვაჭრები“, რომლებმაც მოატყუეს ტურისტები მთელი მსოფლიოდან" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 აპრილი 2024
  • English Georgian