aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 პოლიტიკა: ხუხაშვილი: „პოლიტიკური სადაზღვევო სისტემის პირობებში საავადმყოფოების გახსნა სიტუაციას დაძაბავს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ქვეყანაში, სადაც აბსურდული პოლიტიკური სადაზღვევო სისტემა არსებობს, ახალი საავადმყოფოების მშენებლობა ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების აღკვეთას ვერ შეძლებს. როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, მოსახლეობის დიდი ნაწილი იმ სავაადმყოფოებით, რომლებიც პრეზიდენტის მიერ ყოველდღიურად იხსნება, სარგებლობას ვერ შეძლებს, ვინაიდან ხალხს ამის სახსრები არა აქვს.



„საერთოდ, თანამედროვე სტანდარტების მქონე საავადმყოფოები ძალიან კარგია, თუმცა ადამიანები ამ საავადმყოფოების მომსახურებებით სარგებლობას ვერ შეძლებენ, რამდენადაც ისინი ძალიან ძვირადღირებულია. მე ხელმოკლე პიროვნება არა ვარ, მაგრამ ჩემთვის საკუთარი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება რთულია. წარმოიდგინეთ, როგორ ვითარებაში იმყოფებიან ხელმოკლე ადამიანები?! საერთოდ, მსოფლიოში სამედიცინო მომსახურება საკმაოდ ძვირია, მაგრამ დასავლეთში ქმედითი სადაზღვევო სისტემა არსებობს, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ. ჩვენ კი საქმე აბსურდულ პოლიტიკურ დაზღვევასთან გვაქვს, რომელიც უფრო მეტად წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენება, ვიდრე მოსახლეობის ჯანდაცვის პრობლემის გადასაჭრელად“, - აცხადებს ექსპერტი.


მისი თქმით, ქვეყანაში მძიმე სოციალური სიტუაციის ფონზე, როდესაც ადამიანებს ცხოვრებისათვის აუცილებელი ელემენტარული პირობები არა აქვთ, პრეზიდენტის განცხადება ახალი ქალაქების აშენების შესახებ აუცილებლად უნდა გახდეს ფსიქიატრების მიერ განსახილველი თემა.


„როდესაც ანონსი გაუკეთდა ახალი ქალაქის აშენებას, პრეზიდენტის გვერდით იდგნენ სამეგრელოს ყოფილი და ახალი გუბერნატორები. ამ განცხადების დროს მათ თვალებში აღშფოთება და შიში ამოვიკითხე. მათ თვალებში პასუხი ეწერა, რომელ ფაზისსა და ლაზიკაზე იყო საუბარი? რასაკვირველია, რთულია მშვიდად უსმინო ქვეყანაში ახალი ქალაქების აშენების შესახებ, როდესაც ქვეყანაში არსებული ქალაქები დანგრეულია და პურის გარეშეა დარჩენილი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4082.html
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:36 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ხუხაშვილი: „პოლიტიკური სადაზღვევო სისტემის პირობებში საავადმყოფოების გახსნა სიტუაციას დაძაბავს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 აპრილი 2024
  • English Georgian