aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: Apple-მა აშშ-ში Samsung Galaxy-ს გაყიდვების დაბლოკვა ვერ შეძლო მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ამერიკულმა სასამართლომ უარყო Apple Inc-ის სარჩელი, რომელიც აშშ-ში სამხრეთკორეული Samsung Electronics Co.-ის მობილური მოწყობილობების - Galaxy სერიის სმარტფონებისა და პლანშეტური კომპიუტერების გაყიდვების აკრძალვას მოითხოვდა, იტყობინება სააგენტო Bloomberg. Apple ადანაშაულებს Samsung-ს თავისი პატენტების დარღვევაში და კომპანიასთან სასამართლო გარჩევებს მსოფლიოს ათ ქვეყანაში აწარმოებს.

 


Samsung-მა განაცხადა, რომ ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სამხრეთკორეული კომპანიის სასარგებლოდ იქნა მიღებული, ადასტურებს Apple-ის მიერ წარდგენილი ბრალდებებისათვის საფუძვლების არარსებობას.


„დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მოწყობილობების ინდივიდუალობის დემონსტრაციას შევძლებთ“, - აღნიშნავენ კომპანიაში.


ორმა კომპანიამ ერთმანეთის წინააღმდეგ უკვე 30-მდე სარჩელი შეიტანა. მათ შორის კონფლიქტი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, როდესაც Apple-მა დაადანაშაულა Samsung თავისი მოწყობილობების - iPhohe-ისა დაiPad-ის კოპირებაში.


სასამართლო დავა ორ კომპანიას შორის მათი მჭიდრო ურთიერთობით რთულდება: Samsung Apple-სთვის კომპონენტების სიდიდით მეორე მომწოდებელია და iPhohe-ისა და iPad-ის მეხსიერებათა ჩიპების, დისპლეებისა და სხვა დეტალების გაყიდვიდან მიღებული ამონაგების 7.6%-ს იღებს. Samsung-ის აქციები ორშაბათს, 5 დეკემბერს, 2.2%-ით - 1.07 მლნ ვონამდე გაძვირდა.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4077.html
განათავსა - Drakula | 06 დეკ. 2011, 19:32 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: Apple-მა აშშ-ში Samsung Galaxy-ს გაყიდვების დაბლოკვა ვერ შეძლო" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 27 აპრილი 2024
  • English Georgian