aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

 ეკონომიკა: საქართველო KfW-სა და აზიის განვითარების ბანკისაგან მილიონიან კრედიტებს მიიღებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა საკრედიტო შეთანხმებას დამატებითი კრედიტების გამოყოფის შესახებ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. დოკუმენტს, რომელიც საქართველოსთვის დამატებით 4 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და გერმანული რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) გარემოს დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა არნე გოსმა.



შეთანხმება ითვალისწინებს დამატებითი დაფინანსების გამოყოფას დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი სახლების გადაუდებელ რეაბილიტაციაზე. ამ ფულით გაუმჯობესდება კანალიზაცია, წყალსადენი, ლტოლვილთა საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.


როგორც გოსმა აღნიშნა, გერმანია უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რიგ პროექტებს ახორციელებს და ახლა ლტოლვილთა მდგომარეობის გასაუმჯობესლად დამატებითი სახსრების გამოყოფა გადაწყდა. „ქართულმა მხარემ დაამტკიცა, რომ ამ პროექტების წარმატებით განხორციელება შეუძლია“, - თქვა მან.


ხუთშაბათს, 1 დეკემბერს კი, დიმიტრი გვინდაძემ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა ქეით მ. ჯულიანმა ხელი მოაწერეს საკრედიტო შეთანხმებას „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის - პროექტ-2“-ის დაფინანსების შესახებ.


როგორც გვინდაძემ თქვა, ეს 40 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი საშეღავათოა და ვარაუდობს გადახდას 32 წელიწადში. საშეღავათო პერიოდი კი 8 წელს შეადგენს, რის შემდეგაც კრედიტის მიხედვით გადახდის დრო დადგება.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4053.html
განათავსა - Drakula | 05 დეკ. 2011, 21:53 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საქართველო KfW-სა და აზიის განვითარების ბანკისაგან მილიონიან კრედიტებს მიიღებს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian