aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

 პოლიტიკა: ჯაველიძე: ივანიშვილის გარშემო არც თუ ისე განათლებული და ერის მოყვარული ხალხი შეიკრიბა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
როგორც „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის გარშემო არც თუ ისე განათლებული და ერის მოყვარული ხალხი შეიკრიბა“.



„განვლილმა ცხოვრებამ დამარწმუნა, რომ გარემოცვა ყოველთვის ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე. შესაძლოა, ბატონი ბიძინა ძალიან პრინციპულია, საკმაოდ მტკიცე ხასიათით, მაგრამ საკუთარ ტყავზე განვიცადე, როგორ გათავსებენ მყარ წრეში, ყოველი მხრიდან ბზუიან და საერთოდ შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანონ. საერთოდ, თუ ადამიანს ერთ მხარეზე ანგელოზი უზის, მეორეზე - ეშმაკია და იგი ანგელოზს ერევა!“, - განაცხადა ჯაველიძემ, შეეხო რა ამ კონტექსტში ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრს ზურაბ ბიგვავას.


„ბიგვავას იდეოლოგის გარკვეული ფუნქციები აქვს. როგორც იგი თავად აცხადებს, მან ზურაბ ჟვანია აღზარდა. მაპატიეთ, მაგრამ გამოდის, რომ ძალიან ცუდად აღზარდა და არ ასწავლა „ხეზე აძრომა!“ ეს ადამიანი საკუთარ თავს ფსიქოლოგს უწოდებს. ზოგიერთი ამბობს, რომ ისინი ფილოსოფოსები არიან, მაგრამ მე მათ მიერ დაწერილი არაფერი წამიკითხავს“, - აღნიშნა ჯაველიძემ.


რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკურ პარტნიორებს, ჯაველიძე ალასანიას პარტიაზე საუბრისაგან თავს იკავებს, ხოლო რესპუბლიკელებს გამოხატულ ანტიეროვნულ ძალას უწოდებს.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4048.html
განათავსა - Drakula | 02 დეკ. 2011, 19:43 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ჯაველიძე: ივანიშვილის გარშემო არც თუ ისე განათლებული და ერის მოყვარული ხალხი შეიკრიბა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 07 მაისი 2024
  • English Georgian