aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

 პოლიტიკა: გიგა ბოკერია: რუსეთი დღემდე ვერ ეგუება საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველო იყო და არის დაინტერესებული რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაში, მათ შორის ეკონომიკური საკითხების მიხედვითაც, განაცხადა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, იუწყება “GHN“.



„პრობლემა იმაშია, რომ რუსეთი დღემდე უარს ამბობს იმ ფაქტთან შეგუებაზე, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. ამიტომ ამ საკითხის მიხედვით კომპრომისი არ გამოვა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება მხოლოდ მას მერე გამოდის, რაც სახელმწიფოები ნაკლებად ხდება დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე, როგორც პოლიტიკურად, ისე სხვა თვალსაზრისით. ყოფილი საბჭოთა იმპერიის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრები გახდნენ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი ყველაზე მეტად არიან დაცულები და რუსეთის მიმართ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. რუსეთთან პრობლემები მხოლოდ იმ ქვეყნებს წარმოეშობათ, რომლებსაც ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არა აქვთ“, - თქვა ბოკერიამ.


მან აღნიშნა, რომ ყველა, ვინც საქართველოს ეუბნება, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება დასავლეთთან ინტეგრაციის გზა და ნორმალურ ქვეყნად გადაქცევის შესაძლებლობაა, გულწრფელად ცდება.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3947.html
განათავსა - Drakula | 18 ნოემ. 2011, 19:40 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: გიგა ბოკერია: რუსეთი დღემდე ვერ ეგუება საქართველოს სუვერენიტეტს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 მაისი 2024
  • English Georgian