aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 ეკონომიკა: გურგენიძე: „ევროპის კრიზისი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის“ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
უცხოური ბანკების დაინტერესებულობა საქართველოთი საქართველოს ეკონომიკური აღორძინებით არის გამოწვეული. ამის შესახებ აცხადებს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე. შეგახსენებთ, რომ უმსხვილესმა გერმანულმა „კომერცბანკმა“ საქართველოში თავისი წარმომადგენლობის გახსნის ნებართვა მიიღო. უახლოეს მომავალში საქართველოში ფილიალის გახსნას აზერბაიჯანული „პაშა ბანკიც“ გეგმავს. გურგენიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ევროპის კრიზისი და დღევანდელი ვითარება ხელს ვერ შეუშლიან, რაც ქართულ ბაზარს უცხოური ბანკებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.



„ბოლო 8 წლის განმავლობაში საბანკო სექტორი საკმაოდ დინამიურია. ტენდენცია და შედეგები ქვეყნისთვის დადებითია. ეკონომიკა სწრაფად ვითარდება. ეს ყველაფერი უცხოური ბანკების დაინტერესებულობას იწვევს“, - აღნიშნა მან.


გურგენიძე არ ეთანხმება სომხური „ამერია ბანკის“ ტოპ-მენეჯერის განცხადებას, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს საბანკო სექტორში დაბალი კონკურენციაა. მისი თქმით, კონკრენციის ნაკლებობას არც ერთი ქართული ბანკი განიცდის. რაც შეეხება ინტერესს HSBC-ის აქტივების მიმართ, ამასთან დაკავშირებით გურგენიძე კომენტარებს არ აკეთებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, აპირებს თუ არა „ლიბერთი ბანკი“ რაიმე აქტივების შეძენას.


შეგახსენებთ, რომ ბრიტანულმა HSBC-მა მიმდინარე წლის სექტემბერში ქართული ბაზრიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3945.html
განათავსა - Drakula | 18 ნოემ. 2011, 18:48 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: გურგენიძე: „ევროპის კრიზისი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის“" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 აპრილი 2024
  • English Georgian