| საზოგადოება: სრულიად საქართველოს პატრიარქი რუსეთს ეწვევა | | საქართველოს ამბები | |
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთს ეწვევა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს 65-ე იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, იუწყება“GHN“.„სრულიად საქართველოს პატრიარქი რუსეთში მიემგზავრება, რაც ნოემბრის ბოლოს პატრიარქ კირილეს 65-ე იუბილესთან არის დაკავშირებული. თარიღი ზუსტდება და ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ მის შესახებ“, - თქვა “GHN“-თან საუბრისას პატრიარქიის საზოგადოებრიობასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია გაგუამ. ღონისძიებების ფარგლებში შედგება პატრიარქ ილია მეორის შეხვედრა პატრიარქ კირილესთან. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე 1946 წლის 20 ნოემბერს დაიბადა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3879.html
| |||
| განათავსა - Drakula | 12 ნოემ. 2011, 19:41 | ახალი ამბები » | |||

| სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.