aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 ეკონომიკა: გერმანელმა ექსპორტიორებმა ევროზე უარის თქმის მზადყოფნაზე განაცხადეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
გერმანელი ექსპორტიორები მზად არიან, უარი თქვან ერთიან ევროპულ ვალუტაზე. ამის შესახებ განაცხადა გერმანელ ექსპორტიორთა გაერთიანების (BGA) უფროსმა ანტონ ბერნერმა, გადმოსცემს RTE. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი ბაზარი, ერთიანი ვალუტა კი აუცილებელი არ არის. არის გერმანიაში სიცოცხლე ევროს შემდეგ? დიახ, არის“, - განაცხადა ბერნერმა ბერლინში არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოური პრესის ასოციაციასთან“ შეხვედრაზე. გერმანიაში ევროზონიდან გამოსვლის საკითხი უკვე არაერთხელ წამოჭრილა. 2011 წლის სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანელთა ნახევარზე მეტ ეროვნული ვალუტის დაბრუნებას ისურვებდა.



ამას გარდა, ბერლინში ამერიკელ დიპლომატთა გზავნილების გაჟონვიდან ცნობილი გახდა, რომ ეს თემა უმაღლეს დონეზე განიხილებოდა. ევროკავშირის სამიტის შემდეგ, რომელიც 2010 წლის თებერვალში ჩატარდა, აშშ-ის ელჩმა გერმანიაში ფილიპ დ. მერფიმ გერმანელ პოლიტიკოსებთან და ეკონომისტებთან საუბრის შესახებ ჩანაწერები გააკეთა. მოგვიანებით მისი ჩანაწერები საიტ WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. Deutsche Bank-ის მთავარი ეკონომისტი თომას მაიერი მერფისთან საუბრისას გადაკვრით იძახდა, კერძოდ, ევროზონიდან გერმანიის გამოსვლის საკითხზე.


მოცემულ შემთხვევაში მაიერი 1990-იანი წლების ფედერალური კონსტიტუციური სასამართლოს ვერდიქტს მიმართავდა, რომლის თანახმადაც მარკის დაბრუნება ორ შემთხვევაშია შესაძლებელი: თუ ევროზონა ინფლაციის წყარო იქნება ან გერმანელი გადასახადის გადამხდელები ერთიანი ვალუტის „ფაქტობრივი გადამრჩენელები“ გახდებიან.


თუმცა, არსებობს სხვა თვალსაზრისიც. კერძოდ, კონსალტინგურ ჯგუფ McKinsey-ის მიერ ცოტახნის წინ ჩატარებულ გამოკვლევაში იტყობინებოდნენ, რომ ბოლო ათწლეულში გერმანიის ეკონომიკური ზრდის ორი მესამედი შეიძლება ევროს შემოღებას მივაწეროთ.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3872.html
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2011, 18:54 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: გერმანელმა ექსპორტიორებმა ევროზე უარის თქმის მზადყოფნაზე განაცხადეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 09 მაისი 2024
  • English Georgian