| ეკონომიკა: ქობალია: „დუბაი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით არის დაინტერესებული“ | | ბიზნესი და ეკონომიკა | |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიის განცხადებით, დუბაი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით არის დაინტერესებული. ამის შესახებ მან სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ქართულ ბაზარზე ახალ ავიაკომპანია „Fly Dubai“-ის შემოსვლასთან დაკავშირებით გაიმართა.„ინვესტორთა ინტერესის სფეროებს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, ლოჯისტიკა და სამშენებლო სექტორი. ცხადია, თუ მხარეებს შორის კავშირი არ დამყარდება, ინვესტიციების დაბანდება არ მოხდება“, - განაცხადა ქობალიამ. მისი თქმით, თბილისი-დუბაის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირდაპირი ავიამიმოსვლა ასევე დადებითად აისახება დუბაიდან საქართველოში ტურისტთა ნაკადის გაზრდაზე. პირველი რეისი 5 ნოემბერს განხორციელდება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3824.html
| |||
| განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:35 | ახალი ამბები » | |||

| სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.