aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 ეკონომიკა: მედვედევი: რუსეთის ფედერაციის მსო-ში შესვლა ვაჭრობის ლიბერალიზაციას შეუწყობს ხელს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესვლა ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას ხელს შეუწყობს. „სახელმწიფოს მთავარი ამოცანა იმაშია, რომ უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, შეამციროს ბარიერები ბიზნესისთვის და კერძო ინიციატივა წაახალისოს. მიმაჩნია, რომ „ოცეულის“ ქვეყნებმა ამ საკითხში ლიდერობა უნდა გამოიჩინონ და ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მსო-ში დიდი ხნის ნანატრი გაწევრიანება საერთო საქმეში კარგი წვლილი შეიძლება გახდეს“, - თქვა მედვედევმა, როდესაც „ოცეულის ჯგუფის“ ბიზნეს-სამიტზე გამოდიოდა.



მისი თქმით, ეს არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ რუსეთის ფედერაციის ყველა პარტნიორისთვის არის ხელსაყრელი.


მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ წელს რუსეთის ფედერაცია მსო-ში გაწევრიანდება, რაც „კარგი ამბავი“ გახდება.


ამასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ მსხვილ ბიზნესს მოუწევს საკუთარ თავზე ლიდერობის აღება და ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის უზრუნველყოფა საკუთარი ძალებით.


„ცხადია, იქ, სადაც პრობლემები სუვერენული ვალებით არის გამოწვეული, სახელმწიფოებმა ბიზნესს მხარი უნდა დაუჭირონ“, - აღნიშნა მედვედევმა.


რუსეთი მსო-ს წევრად გახდომას 1993 წლიდან ცდილობს. ამისათვის ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3818.html
განათავსა - Drakula | 04 ნოემ. 2011, 19:30 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: მედვედევი: რუსეთის ფედერაციის მსო-ში შესვლა ვაჭრობის ლიბერალიზაციას შეუწყობს ხელს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 აპრილი 2024
  • English Georgian