aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 ეკონომიკა: საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კრიზისამდელ პერიოდს დაუბრუნდა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტს 2010 წლის ანგარიში წარუდგინა. როგორც მან საბიუჯეტო-ფინანსური კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 2010 წელი ძალიან პოზიტიური იყო, ეკონომიკური მაჩვენებლები კრიზისამდელ პერიოდს დაუბრუნდა, ხოლო უმრავლესი მიმართულებით, გადააჭარბა მათ.



„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ისაა, რომ თუ 2005-2007 წლებში ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო, 2010 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახლდათ ექსპორტი და მომსახურების სექტორიდან მიღებული შემოსავალი. ბოლო წლების განმავლობაში პირველად მნიშვნელოვანი შემოსავალი ტურიზმის სფეროდან შემოვიდა“, - აღნიშნა ქადაგიძემ.


მისი თქმით, მთავარი გამოწვევა იყო ინფლაცია, რომელიც წლის მეორე ნახევარში, მსოფლიო ბაზრებზე განვითარებადი მოვლენებისა და ცუდი მოსავლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა.


„ჩვენ ვამბობდით, რომ ეს გარე ფაქტორებით იყო გამოწვეული და მაჩვენებელი უწინდელ დონეს წლის მეორე ნახევრისთვის დაუბრუნდებოდა, რისი მოწმენიც გავხდით კიდეც. ჩვენი მისამართით გამოთქმული კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, ვითომ-და, მიზანშეუწონლად გამოვუშვით ბაზარზე დიდი მობულობის ფული, არასწორი იყო, რაც დრომ აჩვენა“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3762.html
განათავსა - Drakula | 27 ოქტ. 2011, 18:53 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კრიზისამდელ პერიოდს დაუბრუნდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 აპრილი 2024
  • English Georgian