aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 ეკონომიკა: საქართველოში უმუშევრობა 2.5%-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2010 წელს საქართველოში უმუშევრობამ 16.3% შეადგინა. მეზობელ სომხეთში ეს მაჩვენებელი 7%-ს უდრის, აზერბაიჯანში - 6%-ს, რუსეთში - 7.5%-ს. უკრაინაში უმუშევრობის მაჩვენებელი 8.1%-ის ტოლია. ამ სტატისტიკას ექსპერტები ყველა ქვეყანაში აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ უმუშევრობის რეალური დონე არსებითად აღემატება ოფიციალურ მაჩვენებლებს. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, 2013 წლისთვის უმუშევრობა 16%-დან 10%-მდე შემცირდება.

სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებლი გაიზარდა. 2007 წელს უმუშევრობის დონე შეადგენდა 13.3%-ს, ხოლო 2010 წელს ეს მაჩვენებელი 16.3%-ს უდრიდა.

საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა და რუსეთი უმუშევრობის დონეს ერთი და იგივე მეთოდოლოგიით ანგარიშობს. ამავე დროს, მსოფლიო შრომის ორგანიზაციის კანონმდებლობა დასაქმებულებად თვითდასაქმებულ ადამიანებსაც მიიჩნევს. იმავე სტანდარტით, უმუშევრად მიჩნეულია პირი, რომელიც 15 და უფრო მეტ ასაკს არის მიღწეული, რომელსაც გამოკითხვის მომენტამდე 7 დღით ადრე არც ერთი საათი უმუშავია, ხოლო სამსახურს ოთხი კვირის განმავლობაში ეძებდა. ასე რომ, ადამიანი, რომელიც საკუთარ ბოსტანში მუშაობს ან საქონელს უვლის, უმუშევრად მიჩნეული არ არის. სწორედ ამიტომ, სასოფლო ადგილების მაცხოვრებლებს შორის უმუშევრობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ქალაქში.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს რაც შეეხება, მაგალითად, აზერბაიჯანელი ექსპერტი საჰიბ მამედოვი არ ენდობა მაჩვენებლებს, რომლებსაც მოხელეები ასახელებენ და აცხადებს, რომ ისინი რეალურებთან შედარებით 10-ჯერ შეამცირეს.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3737.html
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:18 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საქართველოში უმუშევრობა 2.5%-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian