aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 პოლიტიკა: ლიბიის ხელისუფლებამ კადაფის გვამთან მიახლოება აკრძალა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ლიბიის ახალმა ხელისუფლებამ მუამარ კადაფის გვამთან მიახლოება აკრძალა. ამის შესახებ 24 ოქტომბერს Reuters იუწყება. დაცვამ ადგილობრივი დროით დღის პირველ საათზე შენობის შესასვლელი,  სადაც კადაფის გვამია დაკრძალული, გადაკეტა. 



ჯამაჰირის ლიდერი 20 ოქტომბერს, მის მშობლიურ ქალაქთან გამართული ბრძოლის დროს დაიღუპა. მოკლე დროში მუამარ კადაფის სხეული მისურატში გადაასვენეს და საჯარო ჩვენების მიზნით ქალაქის ერთერთი მაღაზიაში   მაცივარში მოათავსეს, რომელსაც სამრეწველო დანიშნულება ჰქონდა. იქვე, საჯაროდ იქნა დასვენებული კადაფის ერთერთი შვილის მუსტასიმას გვამი, რომელიც სირტას შტურმის დროს დაიღუპა.


მუსლიმანური ტრადიციების თანახმად პოლკოვნიკის გვამი გარდაცვალებიდან 24 საათში უნდა დაეკრძალათ, თუმცა ლიბიის გარდამავალმა საჭომ დაკრძალვის ადგილზე შეთანხმებას დროულად ვერ მიაღწია. ამის გარდა,  ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია  კადაფის გარდაცვალების მიზეზის დადგენისათვის სხეულის გაკვეთას ითხოვს .


თავის მხრივ, პოლკოვნიკის ნათესავებმა ხელისუფლებას გვამის დაბრუნება სთხოვა, რათა იგი სირტაში დაეკრძალათ. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება სირტაში გვამის გადასვენებას დათანხდა, მაგრამ იგი ამ დრომდე მაინც საჯარო ადგილას არის დასვენებული. როგორც მედია წერს,გარდაცვლილი დიქტატორის სანახავად ათასობით ლიბიელი მიდიოდა.
წყარო - lenta.ru

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3731.html
განათავსა - consul | 24 ოქტ. 2011, 21:14 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ლიბიის ხელისუფლებამ კადაფის გვამთან მიახლოება აკრძალა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 მაისი 2024
  • English Georgian