aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 გარემო: მიწისძვრა თურქეთში: 200-ზე მეტი დაღუპული და 1000 დაშავებული მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
თურქეთის პროვინცია ვანში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 271 ადამიანს გადააჭარბა, 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია, გადმოსცემს სააგენტო „რეიტერი“ ქვეყნის შიდა საქმეთა მინისტრზე იდრის ნაიმ სახინზე დაყრდნობით.



117 დაღუპულის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ქალაქ ერდჟიშიდან შემოვიდა, კიდევ 100 ადამიანი ქალაქ ვანში დაიღუპა. მინისტრის მონაცემებით, სხვადასხვა ჭრილობები, სულ ცოტა, 1090 ადამიანმა მიიღო.


თურქეთის ხელისუფლებები ელიან, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ვანის პროვინციაში სხვა დაშავებული დასახლებული პუნქტებიდან ინფორმაციის მიღებასთან ერთად გაიზრდება.


წინასწარი შეფასებებით, დანგრეული შენობების ნანგრევებში ასობით ადამიანია მოყოლილი.


7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კვირას, 23 ოქტომბერს, 14:41 საათზე მოხდა. დანგრეულ პროვინციაში ორშაბათს ღამით მოხდა კიდევ ერთ მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა ამჯერად 6.1 გახლდათ.


ადგილობრივი სეისმოლოგები პროგნოზირებენ, რომ თურქეთში ბოლო წლების უმსხვილესი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 500-დან 1000-მდე ადამიანი შეადგინოს.


1976 წელს ვანის პროვინციაში ანალოგიური სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მაშინ 3840 ადამიანი დაიღუპა.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3719.html
განათავსა - Drakula | 24 ოქტ. 2011, 21:08 | ახალი ამბები »
 

"გარემო: მიწისძვრა თურქეთში: 200-ზე მეტი დაღუპული და 1000 დაშავებული" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 მაისი 2024
  • English Georgian