aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 ეკონომიკა: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 700 მლნ ლარით მცირდება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ გუშინ, 21 ოქტომბერს, ჩაატარა ბრიფინგი, რომელიც 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მიუძღვნა. „ჩასავარდნად წინასწარ განწირული პროგრამული ბლეფი ან უმწეო და არაკვალიფიციური დოკუმენტი“, - ასე განსაზღვრეს მათ ბრიფინგის თემა.



როგორც ასოციაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, 2012 წლის ბიუჯეტი 7 მლრდ 673 მლნ ლარის ოდენობით არის განსაზღვრული და მასში პრიორიტეტები პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. მთავარი აქცენტი კვლავ სოფლის მეურნეობაზე, განათლებასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზეა გაკეთებული. მიმდინარე წელთან შედარებით სოფლის მეურნეობაზე 10 104.0 ათასი ლარით ნაკლები გამოიყოფა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 69.8 მლნ ლარი იქნება.


პარლამენტში პროექტის შეტანისას მთავრობისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველო უპრეცედენტო პროგრამაზე გადადის და პირველად ისტორიაში ბიუჯეტის პროგრამული დაგეგმვა განხორციელდება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზის დროს რამდენიმე პრობლემა აღმოაჩინა, რომლებიც პარლამენტის ყურადღებას წარუდგენენ.


ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ პროექტში საგადასახადო შემოსულობების 85% მოდის ფიზიკურ პირებზე, ანუ ბიუჯეტი, ფაქტობრივად, მოქალაქეთა ჯიბიდან ივსება, ხოლო იურიდიულ პირებზე შემოსულობათა მხოლოდ 15 პროცენტი მოდის.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3714.html
განათავსა - Drakula | 22 ოქტ. 2011, 21:06 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 700 მლნ ლარით მცირდება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 აპრილი 2024
  • English Georgian