aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 ეკონომიკა: „ახალი მემარჯვენეები“: ახალი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მცირე მეწარმეთა წინააღმდეგ არის მიმართული ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
„ახალი მემარჯვენეები“ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს დისკრიმინაციულად და მცირე მეწარმეთა წინააღმდეგ მიმართულად აფასებენ. როგორც გუშინ, 17 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა ლევან კალანდაძემ განაცხადა, ცვლილებების შესაბამისად, საკასო აპარატის გამოუყენებლობის ან ჩეკის გაუცემლობის შემთხვევაში მეწარმე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაჯარიმდება, მიუხედავად იმისა, დაშვებულ იქნა შეცდომა მექანიკურად თუ მიზანმიმართულად. იმ დროს, როცა დღეს მოქმედი კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოებს პირველი დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ გაფრთხილებით შეუძლიათ შემოიფარგლონ.



პარტიაში მიაჩნიათ, რომ საკასო აპარატი და ჩეკი სამეწარმეო საქმიანობის სრულფასოვანი განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინსტრუმენტებია. მაგრამ დაუშვებელია, როდესაც ისინი ტერორის ინსტრუმენტად გადაიქცევა და  მცირე მეწარმეთა წინააღმდეგ გამოიყენება, როგორც სადამსჯელო იარაღი.


„სახელმწიფო პოლიტიკა და საგადასახადო ადმინისტრირება მთლიანად აგებულია „ჩასაფრებისა“ და „დაჭერის“ პოლიტიკაზე. საგადასახადო ორგანოების მთავარი მიზეზი, შეიძლება ითქვას თვითმიზანიც, გახლავთ მეწარმის დაჭერა შეცდომაზე და მისი დასჯა. გამომდინარე აქედან, კოდექსიდან საგადასახადო გაფრთხილების ამოღება სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯია. ამას საგადასახადო მონიტორინგის ინსტიტუტის დანერგვის მცდელობაც ემატება. ეს სხვა არაფერია, თუ არა წარსულის გადმონაშთი, როდესაც ქვეყნის ყველა ორგანიზაციასა და საწარმოში მაშინდელ სამსახურებს ოფიციალურად ჰყავდათ დანერგილი თავიანთი აგენტები“, - განაცხადა კალანდაძემ.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3670.html
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:36 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: „ახალი მემარჯვენეები“: ახალი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მცირე მეწარმეთა წინააღმდეგ არის მიმართული" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 19 აპრილი 2024
  • English Georgian