aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 პოლიტიკა: კადაფთან დაახლოებულმა ტელეარხმა მუამარის უმცროსი შვილის გარდაცვალება დაადასტურა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
სირიულმა ტელეარხმა "არაიმ", რომელიც ლიბიის ყოფილ ლიდერს  მუამარ კადაფს მხარს უჭერდა, კადაფის უმცროსი შვილის პოლკოვნიკის ჰამისის და ლიბიის დაზვერვის ექს– მეთაურის აბდულ ალ–სენუსის სიკვდილი დაადასტურა. ამის შესახებ, 17 ოქტომბერს, Reuters იუწყება.



ტელარხის მონაცემების თანახმად, ჰამის კადაფი და ალ–სენუსი 29 აგვისტოს, ტრიპოლიდან 90 კილომეტრში ქალაქ ტარხუნასთან ბრძოლის დროს დაიღუპნენ.


მანამდე, სექტემბრის დასაწყისში, ჰამის კადაფის და ალ–სენუსის გარდაცვალების შესახებ ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო ავრცელებდა ინფორმაციას. როგორც იუწყებოდნენ, ჰამისის გვამი ქალაქ ბანი–ვალიდის გარეუბანში იქნა აღმოჩენილი.


ამის გარდა, ინფორმაცია ჰამის კადაფის გარდაცვალების შესახებ 27 აგვისტოს სააგენტო Agence France-Presse–მა გაავრცელა. თუმცა კადაფის უმცროსი შვილისა და სპეცსამსახურების ექს–ხელმძღვანელის გარდაცვალება ოფიციალურად არ დასტურდებოდა.


აშშ–ს Reuters–ის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამერიკულ მხარეს ჯერჯერობით ჰამის კადაფისა და აბდულ ალ–სენუსის  დაღუპვის ოფიციალურად დადასტურება არ შეუძლია. მიხედავად ამისა, ვაშინგტონმა შესაბამისი მონაცემები საიმედო წყაროდან მიიღო.


28 წლის ჰამის კადაფი ლიბიელი ლიდერის ყველაზე უმცროსი შვილი იყო და იგი ლიბიის სპეცძალების 32–ე ბრიგადას ხელმძღვანელობდა. სამხედრო განათლება ჰამისმა თავიდან ტრიპოლში, ხოლო შემდეგ კი მოსკოვში არსებულ ფრანზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში მიიღო.
წყარო - lenta.ru

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3667.html
განათავსა - consul | 17 ოქტ. 2011, 19:34 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: კადაფთან დაახლოებულმა ტელეარხმა მუამარის უმცროსი შვილის გარდაცვალება დაადასტურა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 მაისი 2024
  • English Georgian