aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 ეკონომიკა: კემერონი: ევროკავშირს ეკონომიკურ კატასტროფამდე რამდენიმე კვირა დარჩა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ევროკავშირს ეკონომიკური კატასტროფის თავიდან აცილებამდე რამდენიმე კვირა დარჩა. როგორც „ფინმარკეტი“ იტყობინება, ამის შესახებ განაცხადა დიდი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა „Financial Times“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.



ბრიტანული მთავრობის უფროსმა მოუწოდა გერმანიასა და საფრანგეთს, დაძლიონ უთანხმოებები და წლის ბოლომდე ევროზონის გარშემო განუსაზღვრელობის დასაძლევად საჭირო ხუთი ნაბიჯი გადადგან.


მათ შორის, მან შესთავაზა ფინანსური სტაბილურობის ევროპული ფონდის მოცულობისა და შესაძლებლობების გაზრდა, ევროპული ბანკების სტრეს-ტესტების ჩატარება, რომლებიც ინვესტორთა ნდობას იწვევს და ბანკების რეკაპიტალიზაციის გეგმის მიღება, განუსაზღვრელობის მოშორება საბერძნეთის მომავლის მიმართ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლის გაძლიერება კრიზისის გადაჭრაში. კემერონი ასევე გამოდის უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის ევროზონაში და მართვის მექანიზმების განმტკიცებისთვის ევროკავშირში.


ბრიტანეთის პრემიერს მიაჩნია, რომ ევროპელმა ლიდერებმა ბოლო უნდა მოუღონ ჩვევას აკეთონ „ცოტა არასაკმარისად, ცოტა დაგვიანებით“.


აღვნიშნავთ, რომ ევროპის სახელმწიფოებისა და მთავრობების უფროსები უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აწარმოებენ ორხმრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებს ფინანსური სექტორის სტაბილიზაციის საკითხების მიხედვით. გარკვეული არც საბერძნეთის გარშემო არსებული სიტუაციაა, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტის შეთანხმებულ პარამეტრებზე ვერ გავიდა. ათენში მუშაობის შედეგების მიხედვით საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მისიამ თავისი ანგარიში უახლოეს დღეებში უნდა წარადგინოს.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3617.html
განათავსა - Drakula | 10 ოქტ. 2011, 18:52 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: კემერონი: ევროკავშირს ეკონომიკურ კატასტროფამდე რამდენიმე კვირა დარჩა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian